LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ერთ დღეში 50 მილიონი ხე დარგეს

59

ინდოეთში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, ერთ დღეში 50 მილიონი ხე დარგეს. კლიმატის ცვლილებების დასაძლევად 800 ათასი მოხალისე გაერთიანდა და პაკისტანის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანში 2013 წელს 847,275 ხე დარგეს. ინდოელებმა კი 80 განსხვავებული სახეობის მცენარე გზების, რკინიგზისა თუ საცხოვრებელი ტერიტორიის სიახლოვეს გადაანაწილეს. როგორც ჩანს, ქვეყანამ პარიზის კლიმატის კონფერენციაზე დადებული პირობის შესრულება დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, უახლოეს პერიოდში 6 მილიარდ დოლარამდე უნდა დაიხარჯოს, რათა ტერიტორიის 12% მწვანე საფარით დაიფაროს. შეთანხმებას აფრიკული ქვეყნებიც შეუერთდნენ, თუმცა აქტიური ქმედება ჯერ-ჯერობით არც ერთ მათგანს არ დაუწყია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები