LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ქალმა განქორწინების სანაცვლოდ ველოსიპედი მოითხოვა

58

20 წლის ინდოელმა ქალმა ყოფილ ქმარს მუსლიმური ტრადიციის თანახმად განქორწინების წესის „სამმაგი ტალაქის“ გამოყენების გამო უჩივლა. ინფორმაციას Hindustan Times-ი ავრცელებს. შეურაცხყოფილმა ქალმა ყოფილი ქმრისგან კომპენსაციის სახით 50 000 რუპიის (780 დოლარი) ან ახალი ველოსიპედის ყიდვა მოითხოვა.

ქალი 2016 წელს გათხოვდა, თუმცა ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმრისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის სამჯერ წერდა სიტყვა „ტალაქს“ (არაბულად განქორწინება).

ბოლო დროს ინდოეთში მამაკაცები სულ უფრო ხშირად მიმართავდნენ „სამმაგი ტალაქის” მეთოდს. ამასთან, ამ სიტყვის შემცველი მესიჯები ხშირად ტელეფონით, ან ინტერნეტ-მესინჯერით იგზავნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები