LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზია საქართველოდან თხილსა და ბოსტნეულის წვენებს გაიტანს

43

ინდონეზიას საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი სურს.

საკითხზე ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფადლი ზონმა განაცხადა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შეხვდა. კერესელიძემ ყურადღება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდაზე და მის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.

ინდონეზიას სურს განახორციელოს თხილისა და კაკლოვანი კულტურების, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე მინერალური და ორგანული სასუქების იმპორტი. საუბარი ასევე შეეხო ინდონეზიიდან საქართველოში ყავისა და ტროპიკული ხილის იმპორტის შესაძლებლობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები