LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

55

ინდონეზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ იავას სამხრეთ სანაპიროზე 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი აქვეყნებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:47 საათზე (თბილისის დროით 20:47 სთ-ზე) დაფიქსირდა.

ინფორმაცია ცუნამის საფრთხის, ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები