LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

28

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე, გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

მიწისძვრამ კუნძულს „მასიური“ ზარალი მიაყენა. სტიქიის შედეგად ათასობით სახლი განადგურდა. განხორციელდა რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია.

ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ მთავრობას, პოლიციას და სამხედროებს სამაშველო ოპერაციის დაჩქარება დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები