LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა მაქსიმუმ სამი წლის ვადაში დასრულდება

49

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა მაქსიმუმ სამი წლის ვადაში დასრულდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ცენტრის თანამშრომლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
„დღევანდელი შეხვედრა დასრულდა ორი შედეგით – უმოკლეს დროში გამოიძებნება მექანიზმი სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. განხორციელდება იმ მოცულობის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სულ მცირე სამი წელი, ცენტრმა იფუნქციონიროს მისაღები პირობებით და ამან პაციენტების მომსახურების ეფექტურობაზე არ იმოქმედოს; და მეორე – მშენებლობა დაჩქარდება და ნაცვლად იმ ტემპისა, რომლითაც შეიძლება ის 10 წელს გაჭიანურებულიყო, 2-3 წელიწადში აშენდება“, – აღნიშნა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს აქცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე გამართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები