LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს (ფოტო)

180

თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.

„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და საწოლსაც  მოხვდა. ყველანი დავწექით იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულოც“, – განაცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შესაბამისი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დაზუსტდება შემთხვევის დეტალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები