LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვმა დაკარგვის შემთხვევაში

38

25 მაისი მსოფლიოში დაკარგულ ბავშვთა საერთაშორისო დღედ მიიჩნევა. ამ დღეს მსოფლიო მასშტაბით უამრავი რეკომენდაცია ვრცელდება, როგორც დავიცვათ პატარები საბედისწერო შემთხვევებისგან. ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი რეკომენდაციების სერიას გვთავაზობს, იმისთვის რომ მშობლები ნებისმიერი შესაძლო სიტუაციისთვის იყვნენ მზად.

როგორ მოვიქცეთ, რომ პატარა ბავშვი არ დაგვეკარგოს:

  1. სახელი, ასაკი და მისამართი – ესაა ის აუცილებელი რამ, რაც ბავშვებს უნდა დააზეპირებინოთ. პატარას ჯიბეში აუცილებლად უნდა ედოს თქვენი სავიზიტო ბარათი ან წერილი. მასზე უნდა მიუთითოთ სახლის მისამართი და მშობლების ტელეფონის ნომერი, ასევე მეგობრების კოორდინატები. კარგია თუ ინფორმაციის სახით იქნება მითითებული კონკრეტული სამედიცინო ჩვენებაც, მაგალითად თუ ბავშვი ალერგიულია და ასთმისკენაა მიდრეკილი.
  2. ასწავლეთ ბავშვს მობილურით სარგებლობა. პატარებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია ის ტელეფონი, სადაც ღილაკების მინიმალური რაოდენობაა. გაითვალისწინეთ, რომ ტელეფონი ასევე ეხმარება სამართალდამცავებს ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენაში.
  3. მოამზდეთ ბავშვი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მუდამ ესაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხმრავალ ადგილებში მშობლებთან ერთად ყოფნა. დაუსვით რთული კითხვები, როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში. ყოველდღე შეამოწმეთ, რამდენად მზადაა ის ამ სიტუაციისთვის. შედარებით პატარებისთვის მოიშველიეთ ზღაპრები.
  4. აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რომ მას დაკარგვის შემთხვევშიც არ გაუბრაზდებით.
  5. აუხსენთ ბავშვს, რომ როცა მშობელი მას მიუთითებს იდგეს კონკრეტულ ადგილას, ეს წესია, რომელსაც უნდა დაემორჩილოს. ასე ის ქცევის წესს უფრო მალე გამოიმუშავებს.
  6. დაკარგვის შეთხვევაში ფსიქოლოგები ურჩევენ ბავშვებს, დასხდნენ იატაკზე და მშობლებს მოუხმონ. მე კი გირჩევთ ასწავლოთ მათ, არასოდეს გაყვნენ უცხო ადამიანებს. აუხსენით, რომ როცა მასთან უცხო ადამიანი მივა და სთხოვს გაყვეს, ბავშვმა ყვირილი დაიწყოს, „ეს არაა ჩემი დედა“, „ეს არაა ჩემი მამა“. ამით ის აუცილებლად მიიქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები