LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? – რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

25

“გახსოვთ, რას იძახდა “ქართული ოცნება” – ასფალტი ვჭამოთო? ჩვენც ახლა გეუბნებით, პენსიებს რომ არ ზრდით და ინფრასტრუქტურას ვზრდითო რომ ამბობთ, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა?” – ამ კითხვით მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტი განიხილეს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა, გიორგი კაკაურიძეს კითხვით მიმართა და სთხოვა განემარტა, ბიუჯეტის ზრდის ფონზე, რატომ არ იზრდება პენსია.

“ორი წლის მანძილზე თქვენს მთავრობას მათთვის დამატებით არც ერთი თეთრი არ შეუთავაზებია თქვენს მთავრობას, თ შეიძლება აგვიხსნათ, რომ ბიუჯეტი იზრდება 949 მილიონი ლარით და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ჩვენი მოსახლეობის რჩება ისევ უპატრონოდ?” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები