LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 100%-ით შესრულდა

72

ფინანსთა მინისტრის,  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში 5 315,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია.

მისი თქმით,  გასული წლის 6 თვესთან შედარებით გაწეული ხარჯი 13,4%-ით მეტია  (629,8 მლნ ლარი), ხოლო კაპიტალური ხარჯები გაზრდილია 41,3%-ით (266,3 მლნ ლარი)

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების 100%-იანი მაჩვენებელი. 6 თვეში სამინისტროს მიერ გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 223,7 მლნ ლარით (62,4%-ით) მეტია, ხოლო 2017 წლის წლიური გეგმის 46,3%-ია,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის თქმითვე, აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი შემცირებულია 27,7 მლნ ლარით. მუნიციპალიტეტების ჩათვლით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შემცირებულია 36,0 მლნ ლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები