LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

34

პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი 3–4 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას ყველაზე ხელშესახები შედეგი ექნება.

ამის შესახებ პრემიერმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.

ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ექნება ყველაზე ხელშესახები შედეგი იმ თვალსაზრისითაც, რომ, უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 40 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად და უპრეცედენტოდ მოკლე დროში გარდაიქმნება ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთ შეასრულებს იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას გააჩნია”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები