LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია კრიტიკოსებს შვილის ქორწილთან დაკავშირებით პასუხობს

684

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი გაბედნიერდა. მარიამ გრიგოლია ცოლად სასაზღვრო პოლიცის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟს, ნიკოლოზს გაჰყვა ცოლად. ქორწილს, რომელიც 8 ოქტომბერს შედგა, უამრავი სტუმარი ჰყავდა, მათ შორის, გასაკვირი არაა, რომ პოლიტიკოსების იყვნენ.
როგორც ჩანს, ინგა გრიგოლიას ყურამდეც მივიდა, როგორ არჩევდა საზოგადოება მისი შვილის ქორწილის სტუმრების ვინაობას და გადაწყვიტა, მათ, ვინც ქალიშვილის გაბედნიერებით ტკბობა არ დააცადა, ასე უპასუხოს:

“ბრმების, ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ სტატუსს, რომლებიც არც შვილის ქორწილს შეგარგებენ და არც ბედნიერებას – ქორწილი შედგება პატარძლის და სიძის სამეგობროსგან, ოჯახისგან, ოჯახის ახლობლებისგან და კეთილისმოსურნეებისგან))))))))))სხვა ადამიანებიც იყვნენ ნიკას და მაროს ქორწილში, არ გინახავთ?!.. სხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები.

მე ყველასი ძალიან მადლობელი ვარ, ვინც ამ ქორწილში იყო, მოვიდა, დაგვაფასა, სიძის თუ პატარძლის მხრიდან. ყველას მილიონ მადლობას ვუხდი❤️❤️❤️ყველას საგანგებო მადლობა გადავუხადე… ამა თუ იმ პოზიციის ადამიანს… თქვენ კი, ვინც ჩემს პროფესიულ ობიექტურობა-არაობიექტურობას უკავშირებთ ქორწილის სტუმრებს, გეტყვით ერთს – ვაი თქვენს პატრონს😂😂😂😂 თუ ძალიან გაინტერესებთ, უკვე დიდი ხანია, ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა, ვგიჟდები, ისე მიყვარს ტასოს საყვარელი ნათლია ))))) მაგრამ ეს ოჯახური ამბები ჩემს გადაცემებზე არ ასახულა მგონი… ვწუხვარ, რომ ამ სტატუსის დაწერა მომიხდა. მეტ კომენტარს მაროს ქორწილზე არ გავაკეთებ. ვაი თქვენს პატრონს მართლა!!!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები