LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „სად მოვყვე და როგორ, ვინ თქვა უარი გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებაზე…“

47

ინგა გრიგოლიას დღევანდელი „რეაქცია“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას ნაბიჯს ეძღვნება – მოგეხსენებათ, მან არნემის „ვიტესის“ თამაშზე ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი კაპიტნის სამკლავური გაიკეთა ლგბტ პირების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მის ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ლანძღვა-გინება მოჰყვა. „ქართული მარშის“ წევრები დღეს აქციას მართავენ და გურამ კაშიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების თამაშებზე მივლენ და ნაკრებს ზურგს შეაქცევენ.

ინგა გრიგოლიამ გადაცემასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მისდა გასაკვირად, გურამ კაშიას მხარდასაჭერად გადაცემაში მონაწილეობისგან უამრავმა ისეთმა ადამიანმა შეიკავა თავი, რომლებისგანაც ამას არ ელოდა…

ინგა გრიგოლია წერს:

„ხვალ „რეაქციას“ „ქართული მარშის“ აქცია ემთხვევა ფეხბურთის ფედერაციასთან. სად მოვყვე და როგორ მოვყვე, ვინ თქვა უარი ხვალინდელ „რეაქციაში“ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რა გადამეტებული წარმოდგენის ვარ ადამიანებზე ((((((((((((

ერთი ფაქტი გამახსენდა,გიორგი დემეტრაძე რომ იყო დაჭერილი, რამდენმა ფეხბურთელმა შეიკავა თავი მაშინ, ღიად დაეჭირათ მისთვის მხარი.

P.S-თან დებატი არ მაქვს, ესაა მნიშვნელოვანი, თორემ გავიგებდი, დებატი რომ დამეგეგმა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები