LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „ვუყურე „მძევლებს“, რომ არ მცოდნოდა ისტორია, ვერ გავიგებდი ვერაფერს…“

170

რეზო გიგინეიშვილის გახმაურებული ფილმის „მძევლები“ ტელეპრემიერა ახლახან შედგა. სოციალურ ქსელში კინოს ტელევიზიით ჩვენებას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოგეხსენებათ, ფილმი „თვითმფრინავის ბიჭების“ შესახებ მოგვითხრობს. მისი ძლიერი მხარეები არის მსახიობების კარგი პერფორმანსები, ოპერატორის ნამუშევარი და მხატვრობა, მაგრამ ზოგიერთი მაყურებელი ფიქრობს, რომ მძევლებმა“ კარგად ვერ გადმოსცა ის ამბავი, რომლის შესახებაც გადაიღეს.

ასეთ მაყურებლებს შორისაა ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიაც, რომელმაც აღნიშნა:

„ვუყურე „მძევლებს“. რომ არ მცოდნოდა ისტორია, ვერ გავიგებდი ვერაფერს და ვიფიქრებდი, ვინ იყვნენ? რა უნდოდათ? რატომ ატეხეს სროლა თვითმფრინავში და ასე შემდეგ. მოკლედ – არ მომეწონა“.

ინგას ამ პოსტს საკმაო რეზონანსი მოჰყვა. გთავაზობთ საინტერესო კომენტარებს.

მაია თორია: „მართალი ხარ, ინგა, ვინც არ იცის ამბავი, 100%-ვე ვერ გაიგებს…“

ირაკლი მამალაძე: „ძალიან კარგი მსახიობთა გუნდია შეკრებილი, არის სცენები, რომლებიც გულგრილს არ დაგტივებს. ნუ ძალიან მომეწონა შევარდნაძე, კარგი გაკეთებული იყო კოსტიუმებიც და მხატვრობაც“.

კობა ბენდელიანი: „ინგა, უძვირფასესო, რეჟისორი იმ კაცის სიძეა, საქართველო რუსული სამყაროს ნაწილად რომ წარმოუდგენია დღემდეა. რამდენიმე დღის წინ სტადიონზე პუტინის მხარდამჭერ აქციაზე იგი ახლოს იდგა პუტინთან და თვალცრემლიანი მღეროდა სსრკ-ს ჰიმნს, რომელიც პუტინის დროს დააბრუნეს ქვეყნის ჰიმნად. გეხსომება, რუსეთის ჰიმნის ავტორი სწორედ მიხალკოვოს მამა იყო. მიხალკოვი უმცროსი ჰიმნის სიტყვების სიმღერისას ლამის ცრემლებს აღვარღვარებდა. ახლა ეს რატომ გავიხსენე? მაგის სიძე, იმას როგორ აკადრებდა სიმამრს, ქართველები სსრკ-ს დროსაც თავისუფლებისთვის რომ იბრძოდნენ. სულ ეგაა მიზეზი იმისა, რის გამოც ვერც შენ და ვერც სხვამ ვერ გაიგო ამ ისტორიის მთავარი აზრი“.

გია გაბრიჩიძე: „საკმაოდ დიდი დილემა ჰქონდათ რეჟისორსაც და სცენარისტსაც. უნდოდათ, რომ რაღაცით „გაეპრავებინათ“ ფაქტობრივი ტერაქტი, რაც ძალიან ძნელი იყო და აქცენტი იყო გადატანილი შეკითხვაზე – რა აკლდათ! პასუხები კი აშკარად ყურით მოთრეული იყო. არც ტემპი იყო შესაბამისი (ტემპს შეეძლო, ბევრი რამ გადაეფარა). მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან რთული ამოცანა ჰქონდათ“.

მანანა მანჯგალაძე: „ო, ეგრე ვარ მეც, მაგრამ ისეთი დაძაბული ვუყურებდი… იცი, რაღაც კომპლექსი ჰქონდა ფილმს, ვაი, ეს პოზიცია არ გამოჩნდეს. ვაი, არც ეს… ვერა, ვერ იყო. თან, როცა მოლოდინი გაქვს, რომ ვუღაცამ გაბედა და ამის შესახებ გადაიღო“.

გიორგი მიქელაშვილი: „როცა ასეთი მზა პროდუქტი არის ჯინსების თაობის სახით ეკრანიზაციისთვის, ეს ნაბახუსევზე მოყოლილი ამბავი რამ გადააღებინათ?“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები