LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი დაინიშნა – ვინ არის მისი რჩეული

154

ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილი, მარიამი დღეს დაინიშნა. ამის შესახებ ინგას სოცქსელიდან გახდა ცნობილი, ტელეწამყვანი შვილსა და მის საქმროსა და საახლობლო წრესთან ერთად კვარიათის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება და იქ გადაღებულ ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: “მარიამისა და ნიკუშას ნიშნობა”, შემდეგ კი ფოტოებს ვიდეოც მოჰყვა, სადაც მარიამს რჩეული ხელსა და გულს სთავაზობს, შემდეგ მარიამი თანხმდება და საპატარძლო ბეჭედს ირგებს. ისმის ინგას ხუმრობით ნათქვამი ფრაზაც – “მე არ მეკითხებით?”, ვიდეოს კი აწერია – “მიყვარს ეს ბიჭი ძალიან”. როგორც ჩანს, ინგას სასიძო ძალიან მოსწონს. მარიამის რჩეული ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.

წყვილს ვულოცავთ და დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ. ასევე ვულოცავთ ჩვენს კოლეგას, ინგა გრიგოლიას!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები