ინგა მამუჩიშვილი ბავშვების გაკაჟებაზე ზაფხულში – როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს

პოპულარული

ინგა მამუჩიშვილი ბავშვების გაკაჟებაზე ზაფხულში – როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს

5 ივლისის გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ცხელი ზაფხულის ყველაზე მწვავე პრობლემებს დაეთმო. როგორც ავაცილოთ პატარებს მზის მავნე ზემოქმედება, რამდენად საშიშია მწერის ნაკბენი და რა სახის რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს ამ დროს,  რა სიმპტომებით ვლინდება ნაწლავური ინფექციები და რა არის მათი გამომწვები მიზეზი, როგორი უნდა იყოს პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს და რა უნდა წავიღოთ სააფთიაქო ჩანთით, როცა ბავშვთან ერთად დასასვენებლად მივდივართ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“.

ქალბატონო ინგა, რას მოვარიდოთ ბავშვი  გაუსაძლისი სიცხეების დროს?

ძალიან დაცხა და გაგვიჩნდა საზრუნავი, თუ სად გავიყვანოთ ბავშვი, თუ ვერ გაგვყავს, როგორ დავიცვათ სიცხეებისგან თბილისში. ყველას არ შეუძლია ძვირადღირებულ კურორტებზე წასვლა, თბილისის გარეუბანში, ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ბავშვი გაარიდოთ სიცხეს. ბავშვებს უნდათ თავისუფლება, ჰაერზე თამაში და ძალიან განიცდიან, როდესაც სახლში არიან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბავშვის თუნდაც პარკში გაყვანა, რადგან სიცხე მაინც ძლიერია, თამაშით გართული პატარა არ ითხოვს წყალს და ხდება გაუწყლოვანება, ირღვევა სითხის მიღებისა და გაცემის ბალანსი, ოფლიანობასთან ერთად იწყება მიკროელემენტების კარგვა. ბავშვს არ აქვს წყურვილის შეგრძნება, ან არ სურს დრო დაკარგოს. შეიძლება ზაფხულში არ დავაძალოთ საკვების მიღება, მაგრამ წყლის მიღება აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ. არ არის სასურველი, გაზიანი სასმელების მიღება, უმჯობესია წყალი. კატეგორიული ვერ ვიქნები, ვერ შეუზღუდავ მცირე რაოდენობით ლიმონათს, ან ტკბილეულს, ეს ერთგვარი ძალადობაა ბავშვსა და მის ორგანიზმზე. უნდა ვაკონტროლოთ, რა რაოდენობით იღებს სითხეს და რა რაოდენობით გამოყოფს. სითხის გამოყოფა ხდება კანის ზედაპირიდანაც ოფლის სახით და მცირდება შარდის გამოყოფა.

აუცილებელია ბავშვს თავზე ეფაროს კეპი ან პანამა, ეცვას ღია ფერის სამოსი, საღამოს საათებში კი თხელი, გრძელმკლავიანი სამოსი, რადგან აქტიურდებიან მწერები, განსაკუთრებით კი კოღოები.

როგორც წესი კბენისთვის მდედრი კოღოა საშიში, მას ხორთუმისებრი პირის აპარატის აგებულება აქვს და ბავშვის ხორცს ჩაეჭიდება ხოლმე, ამიტომ შეიძლება გაჩნდეს პაპულა, ჰიპერემიული უბანი და შიგნით განვითარდეს პატარა ჩირქოვანი თავი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის იმუნური სისტემა გააქტიურდა იმ ტოქსინი მიმართ, რომელიც ბავშვის ორგანიზმში კოღომ შეუშვა. პირველ რიგში, კოღოს ნაკბენისას უნდა დავაკვირდეთ, როგორი რეაქცია აქვს ორგანიზმს. შეიძლება, იყოს ადგილობრივი რეაქცია, რომელიც ჰიპერემიითა და ქავილით გამოიხატება, ან – უფრო მძიმე შედეგი მოყვეს და ანაფილაქსიით გამოიხატოს.

ყველა ნაკბენის შემთხვევაში საჭიროა ცივი კომპრესი, ან ყინულოვანი პარკი. თუკი ნაკბენი ზომაში იზრდება და იწყება ქავილი, უნდა მივაღებინოთ ანტიჰისტამინური საშუალება და მივმართოთ ექიმს.

კოღოები სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, მაგალითად ლეიშმანიოზის. მისი სიმპტომებია მაღალი ცხელება, ახასიათებს ცხელება ერთსა და იმავე დროს, ჰემოგლობინის დავარდნა და ზოგადი სისუსტე. შევეცადოთ, რომ წყალსატევეთან ახლოს, ღამის საათებში არ გვყავდეს ბავშვები.

უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ მზისგან გამოწვეულ მავნე ზემოქმედებაზე,  რა სიმპტომები ახასიათებს მზის დაკვრას და რა პირველადი დახმარების გაწევა  შეგვიძლია ამ დროს?

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 11:00დან 17:00 საათამდე ბავშვის გარეთ გაშვება არ შეიძლება, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს მზის დაკვრა. მინდა განვმარტო, რა იწვევს მზის დაკვრას.

როდესაც ბავშვი იმყოფება მზეზე, იწყებს ოფლიანობას და არ იღებს სითხეს, ამ დროს სისხლი სქელდება და ამ პერიოდში წნევის დაცემაც კი შეიძლება მოხდეს. პირველი სიმპტომები ასეთია: თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, ან ღებინება, ცივი ოფლი, ზოგადი სიფერმკრთალე.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა? ბავშვი რა თქმა უნდა ჩრდილში უნდა გადაიყვანოთ, დატვირთოთ დიდი რაოდენობით ცივი წყლით, შუბლზე დაააფაროთ ცივი ტილო, გააგრილოთ მაქსიმალურად, თავიდან ბოლომდე გავახვიოთ წყლიან ზეწარში. თუ ეს მსუბუქი მზის დაკვრაა, ყველა სიმპტომი გაივლის. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, კანი ჰიპერემიულია, აქვს შეუპოვარი ღებინება, მომენტალურად უნდა მივმართოთ ექიმს და გადავიყვანოთ კლინიკაში.

ძალიან ხშირია კითხვები მწერებისგან დამცავ საშუალებებზე, რომელია მათაგნ ყველაზე ეფექტური?

აუცილებელია ბავშვი რამენაირად დავიცვათ მწერებისგან. პირველ რიგში საჭიროა კარებსა და ფანჯრებზე მწერებისგან დამცავი ბადეები და ეს ძალიან ეფექტურია. არსებობს სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, სახელწოდებებს არ დავასახელებ, მაგრამ კოლოფზე უნდა იყოს წარწერა, რომ უსაფრთხოა ბავშვისთვის. უმჯობესია ქაფის, ან სპრეის სახით მივასხათ სხეულზე. მართლა უსაფრთხოა ე.წ. ელექტრო მოწყობილობები, რომლის გარშემოც მწერები ვერ ჩერდებიან. არსებობს ბუნებრივი საშუალებებიც, მაგალითად რეჰანის ნახარში, მიხაკ–დარიჩინი, ევკალიპტის ზეთი ან ქაფურის სპირტი, რომელიც გამოიყენება ხოლმე კანში შესაზელად. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ბავშვებს, რომლებსაც ობსტრუქციული მდგომარეობა აქვთ გამოხატულება, მძაფრი სუნებისგან უნდა დავიცვათ. ბუნებრივი რეპელენტების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვს ალერგია არ აქვს.

საშიშია თუ არა ბავშვებისთვის ღია აუზები?

მივესალმები აუზებს, თუმცა ჩემთვის ყველაფერში დიდი მნიშვნელობა აქვს სიფრთხილესა და ზომიერების დაცვას. ცოტა ხნის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვს ანაფილაქსიური შოკი დაემართა აუზზე, რაც სადეზინფექციო საშუალებებმა გამოიწვია. შეგვიძლია ვატაროთ ბავშვები აუზზე, თუმცა არ არის აუცილებელი იყოს სახელგანთქმული აუზი, სახლშიც შეგიძლიათ გააგრილოთ ბავშვები. მთავარია არ გადაცივდეს ბავშვის ორგანიზმი, მიაქციეთ ყურადღება, თუკი ბავშვი დაიწყებს კანკალს ან მიიღებს ციანოზურ ელფერს. ძალიან ცხელი მდგომარეობიდან ცივში გადაყვანა, განსაკუთრებით გაუკაჟებელ ბავშვებში ცუდად მთავრდება ხოლმე.

ყველაზე ხშირად ბავშვი ექიმთან ზაფხულში ნაწლავური ინფექციების გამო ხვდება, რა იწვევს ამ ინფექციებს და რატომ აქტიურდება ეს პრობლემა ზაფხულში?

ჯერ მინდა გავაკეთო განმარტება ტერმინის ენტეროვირუსი. ეს სულაც არ არის ნაწლავურ სინდრომთან დაკავშირებული და არ არის ღებინებით ან დიარეით გამოხატული. ენტეროვირუსი იწვევს მაღალ ცხელებას, ჩირქოვან ანგინას, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, კანზე გამონაყარით მიმდინარეობს და ა.შ. დღეს მომართვიანობა ნამდვილად ნაწლავური ინფექციების გამოა. საუბარია როტა და ნორო ვირუსებზე, რომლებიც ისევე მიმდინარეობს, როგორც სხვა ვირუსული ინფექციები, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. ამჟამად, როტო ვირუსებზე ხდება ვაქცინაცია და შედარებით შემცირდა.

ნაწლავური ვირუსისთვის დამახასიათებელია პირღებინება და დიარეა. საშიშია გაუწყლოვანება, უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენად სხვამს სითხეს, თუ აქტიურია, არ არის მივარდნილი, არ ტირის ცრემლის გარეშე, არ ვითარდება ძილიანობა, მას არ სჭირდება საავადმყოფოში გადაყვანა.

დღეს ძალიან ხშირია კვებითი ტოქსიკოინფექციები, რაც ჭუჭყიანი ხელის სინდრომთან არის დაკავშირებული. ხშირად დაბანეთ ხელები, მაშინაც კი, თუკი ვიღაც ხელზე მიეფერა. ყურადღება მიაქცით იმას, თუ როგორ ინახება რძის პროდუქტები, შეზღუდეთ კრემიანი პროდუქტის მიცემა, არ აიღოს ბავშვმა გაურეცხავი ხილი, დამდუღრეთ და შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ტოქსიკო ინფექციას ახასიათებს შეუპოვარი რეაქცია და დრო სჭირდება მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. თუკი ბავშვს ჩაიყვანთ ზღვაში, ამოყვანისთანავე დაამუშავეთ მისი ხელები სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით. მე სამ წლამდე ასაკის ბავშვს არ ვუწევ რეკომენდაციას, რომ ის მშობელმა ზღვაზე წაიყვანოს. ეს ჩემი კაპრიზი არ არის, ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ზღვა სუფთაა, ბავშვებს სამ წლამდე აკრძალვები რთულად ესმით.

ვისაუბროთ ჭიებზე და მის სიმპტომებზე, რამდენად მასიურია ეს პრობლემა და რა უნდა ვიცოდეთ ჭიების შესახებ?

ბავშვებში ხშირია ჭიით ინვაზია და ხშირად მშობელიც ვერ აკონტროლებს ყოველ ფეხის ნაბიჯს. მშობლების მოსაზრებით, თუკი ბავშვს უსიამოვნო სუნი აქვს, ან კბილებს აკრაჭუნებს, ან პირიდან ნერწყვის გადმოდენა აქვს, ე.ი. ას ჭიები ყავს. ეს არის მითები და ჭიებთან არ არის კავშირში. უფრო ახლოს არის სიმართლესთან, თუკი ბავშვი ტაკოს იფხანს, რაც შეიძლება მახვილა ჭიებით იყოს გამოწვეული. პირიდან უსიამოვნო სუნი ყველა ადამიანს აქვს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ღამით ხდება სუნთქვის შედეგად ლორწოვანი გარსის გამოშრობა. უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირ-ხახაში არსებული ანთებითი პროცესი, რა დროსაც ბაქტერიები ილექება ენაზე და ხშირად ბავშვებს ვუხეხავთ კბილებს, მაგრამ არა ენას. ასევე, მუცლის ტკივილი ბავშვს შეიძლება მრავალი მიზეზის გამო ჰქონდეს და არ არის აუცილებელი, რომ ეს ჭიის გამო იყოს.

თვითნებურად არ შეიძლება ჭიის საწინააღმდეგო წამლის მიცემა, რადგან ყველა მათგანი ტოქსიკურია და ბავშვის ღვიძლს დიდი ზიანი ადგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც კი ვიცით ზუსტად არის თუ არა ჭიით ინვაზია.

ამბობენ, რომ არსებობს სხვადასხვა ბუნებრივი პროფილაქტიკური საშუალება, მაგალითად, თითქოს, გოგრის თესლი ახდენს დეტოქსიკაციას, კი ბატონო მიირთვას, თუ ალერგია არ აქვს.

ბოლო დროს აქტიური გახდა ტკიპებისა და გველების თემაც, რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს?

როდესაც ბავშვები გაგვყვავს დასასვენებელ ადგილებში, დაბრუნებისას უნდა დავათვალიეროთ ბავშვის კანი, ხომ არ აქვს სხეულზე ტკიპა, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად შეაცოცდეს და თავით ჩაღრმავდეს კანში. ტკიპამ შეიძლება გამოიწვიოს უამრავი დაავადება, მათ შორის ტკიპისმიერი ენცეფალიტი. თუ დაინახეთ ტკიპა, აუცილებლად უნდა მოაცილოთ. მოცილება არ უნდა მოხდეს ხელით, უნდა დავადოთ ზეითუნის ზეთის, ან ქაფურის ზეთის ტამპონი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მოშორდება. თუმცა, ყველაზე მარტივია, დედამ მთლიანობის დაურღვევლად, პინცეტით, თავის ნაწილში ჩაჭიდებით მოაძროს. შემდეგ ჩამოვბანოთ ის ადგილი, სადაც ტკიპა იყო მოთავსებული და დავამუშავოთ წყალბადის ზეჟანგით, ან დავადოთ ცივი კომპრესები.

რაც შეეხება გველის ნაკბენს, მას ძალიან სწრაფად უნდა დახმარების აღმოჩენა, პირით უნდა ამოვწოვოთ ის ტოქსინი, რაც გველმა ბავშვის ორგანიზმში შეიტანა. პირის ღრუდან ის არასოდეს არ იწოვება, თუ დაზიანებები არ არის. ეს უნდა მოხდეს ხუთ წუთიანი ინტერვალით სამჯერ, უნდა შემოვუჭიროთ ნაჭერი დაახლოებით ათ სანტიმეტრზე ნაკბენიდან, ნაჭერსა და კანს შორის ორი თითით უნდა თავსდებოდეს.

გველის ნაკბენი ადამიანის ორგანიზმში ლიმფოგენური გზით ვრცელდება და თუ ჩვენ ლახტს შემოვაჭერთ, შეიძლება ტოქსინი ადგილზე შევაჩეროთ, მაგრამ დანეკროზდეს ახლო მდებარე ქსოვილები. ამიტომ, უნდა მივცეთ სისხლს ნორმალურად მოძრაობის საშუალება და პარალელურად დავაკვირდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. გველის ნაკბენის შემთხვევაში აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა.

რა უნდა გვქონდეს სააფთიაქო ჩანთაში, როცა ქალაქიდან დასასვებელად მივდივართ?

სააფთიაქო ჩანთა არა მხოლოდ გამგზავრებისას უნდა იყოს მომზადებული, მე მშობლებს ხშირად ვეუბნები, რომ ჩანთაში რამდენიმე მედიკამენტი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება დასასვენებლად წავლას, აუცილებელია პირველ რიგში თერმომეტრი და შესაბამისად სიცხის დამწევი, ასევე სპირტი, ბამბა, წყალბადის ზეჟანგი და დექსამეტაზონი, რომელიც ყველა დედას უნდა ჰქონდეს ჩანთაში. ეს არის უებარი წამალი ძლიერი ხველისას. საკმარისი ამპულის გატეხვა და პირში ჩასხმა. საჭიროა ანტიჰისტამინური და ანტიდიარიული საშუალებები, ასევე ანტისეპტიკური ხელსახოცები.

როგორ უნდა გავაკაჟოთთ ბავშვი და გამოვიმუშავოთ ძლიერი იმუნიტეტი ზამთრისთვის?

საჭიროა ზაფხული მაქსიმალურად გამოიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვს ვიტამინიზირებული საკვები როგორმე, ყოველდღიურად მივცეთ. ბავშვმა უნდა იაროს მინდორზე შიშველი ფეხებით, ნახევარი საათი მაინც. სხეულის სხვადასხვა ნაწილები უნდა ჩავუზილოთ ნამიანი ტილოთი, რომელიც 36-37 გრადუს წყალში იქნება ჩასველებული და თანდათან დავუკლოთ ტემპერატურას და მოვიცვათ სხეულის უფრო მეტი ფართობი. გარდა ამისა, უნდა გავაკაჟოთ ყელი, ხანდახან მაინც მივცეთ ნაყინი და ცივი წყალი ყლუპებით 2 წლის ასაკიდან.

 

 

რჩევები /

|

6 ივლისი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 144097
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 144097
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (144097) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (10720,10730)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 255106
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-06-14 17:46:40
                    [post_date_gmt] => 2018-06-14 13:46:40
                    [post_content] => გადაცემია ლაივი LIVE

რა სახის პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული დღეს გინეკოლოგიაში და რა არის ამის მიზეზი, რა როლი აქვს ამაში გენეტიკურ ფაქტორებს, არის თუ არა ჭარბი წონა მიომებისა და პოლიპების განვითარების მთავარი მიზეზი, რას გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია, რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს პაპილომა ვირუსი და როდისაა ის საშიში და ბოლოს, არჩევითი საკესრო კვეთა - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ბრიტანეთის უმაღლესი რანგის კლინიცისტმა, სამეფო კოლეჯის წევრმა, მეან გინეკოლოგმა აპოლონ მესხმა ისაუბრა. აპოლონ მესხი 24 წლის განმავლობაში ბრიტანეთში მოღვაწეობდა, ერთი წლის წინ კი მან მუშაობა ჟორდანიას ვაკის ფილიალში დაიწყო.



 ბატონო აპოლონ, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია განსხვავებული გინეკოლოგიური ფაქტორები, რა სახის გინეკოლოგიურ პათოლოგიებს ვხვდებით ჩვენს ქვეყანაში და  რა არის მომართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ?

როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ყველა ქვეყანას თავისი ეპიდემიოლოგია ახასიათებს, არა მხოლოდ გინეკოლოგიაში არამედ ყველა სფეროში. საქართველოსაც თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის ჯერ კიდევ კარგად ცნობილი არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური სამსახური ძალიან საინტერესო მუშაობას ეწევა და ბევრი დაავადების შესახებ დღეს ინფორმაცია უკვე მოიპოვება, მაგრამ ეპიდემიოლოგია ისეთი დარგია, რომ მისი ძირითადი მონაცემები მუდმივად იცვლება. დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადება ხდება აქტუალური.

გინეკოლოგიაში ხშირ დაავადებებს მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ქალბატონებში სხვადასხვანაირად ვლინდება. მოდიან პაციენტები, რომლებმაც იციან თავიანთი დაავადების შესახებ და ამბობენ, რომ აქვთ მიომის ან ენდომეტრიოზის დიაგნოზი დასმული, მეორე შემთხვევაში კი ქალბატონები მოდიან ერთი კონკრეტული სიმპტომით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი სიმპტომის საფუძველზე ექიმისთვის მიმართვა, რადგან ეს დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ახალგაზრდა, 20 წლამდე ასაკის ქალებში უფრო ხშირად ვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, მათ ჯერ არ აქვთ ორგანული დაავადებები. უფრო ზრდასრულ ასაკში 20 დან 35 წლამდე ქალბატონებში ნაყოფიერების საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. 35 წლიდან ზემოთ კი არის გინეკოლოგიური სფეროს დაავადებების მთელი გამა, ხშირია მიომა, ენდომეტრიოზი, ტკივილის სინდრომი, სხვადასხვა წარმოშობის კისტები.

წარსულთან შედარებით, დღეისათვის ჩვენთვის სრულიად სხვა კუთხით არის საინტერესო ეს დაავადებები, ჩვენ ამ დაავადებებს ვუყურებთ, როგორც პოტენციურად კიბოს წინარე დაავადებებს და მათ მენეჯმენტს ვანხორციელებთ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი გაავთვისებიანების პოტენციალი.

45-47 წლიდან მენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები ხდება წამყვანი, აქედან გამომდინარე მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.  ამ დროს  ქალებისთვის ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა არის ალები, ძილის დარღვევა და ა.შ, რომელიც ნორმალური მენოპაუზალური პერიოდის მახასიათებელია, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს და სამწუხაროდ არ უჭირავს მოულოდნელ გინეკოლოგიურ სისხლდენებს, რომლებიც ხშირად საკმაოდ საშიში დაავადებების ადრეული გამოვლინებაა.



რატომ ხდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გინეკოლოგიური პრობლემები  უკვე 20 წლის ასაკიდან იჩენს თავს, რიგ ქალბატონებს კი  ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებთ, არის თუ არა განმსაზღვრელი გენეტიკური ფაქტორი?

გინეკოლოგიური თვალსაზრისით საკითხს  უნდა მივუდგეთ ასე,  რა არის უფრო მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორები თუ გარემო ფაქტორები? რეალურ ცხოვრებაში ვიცით, რომ ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეს უფრო დამოკიდებულია ინდივიდუალურ პათოლოგიაზე ვიდრე სხვა რამეზე. არსებობს კიბოს გარკვეული ფორმები, რომლებიც შედარებით მაღალი სიხშირით ვლინდება გარკვეულ ოჯახებში, რომლებიც გარკვეული გენის მუტაციის მატარებლები არიან. ასევე არის დაავადებები, რომლებიც ხშირად ვლინდება გარკვეულ გარემო პირობებში მაცხოვრებელ ქალებში, ეს განსაზღვრავს იმას, თუ რანაირად შეიძლება ამ დაავადების დიაგნოსტიკა, მენეჯმენტი, მკურნალობა, საჭირო არის თუ არა სკრინინგი და ა.შ.

გინეკოლოგიური ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბოს წინარე დაავადების ადრე აღმოჩენას, იმიტომ რომ ადრეულ სტადიაში ჩვენ შეგვიძლია დაავადებები სრულად განვკურნოთ. ერთადერთი პრობლემაა მივაღწიოთ ადრეულ დიაგნოსტიკას, ამისათვის ადამიანი დროულად უნდა მოვიდეს ექიმთან. ამაში გვეხმარება ერთის მხრივ სკრინინგ პროგრამები, რომლებიც საქართველოში უკვე რამდენიმე არსებობს, მომავალში რასაკვირველია მეტი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია კოოპერაცია ექიმსა და პაციენტს შორის, რომელიც განათლებაზე და ხელსაყრელ პირობებზეა დამოკიდებული. საქართველოში ამ ყველაფრისთვის ნელ-ნელა პირობები უმჯობესდება, ასე რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.

არის თუ არა  ჭარბი წონა გინეკოლოგიური პრობლემების მიზეზი და რამდენად არის კავშირში ენდოკრინოლოგიური დაავადებები გინეკოლოგიურთან?

გინეკოლოგიური სფერო, ქალის სასქესო ორგანოები იმართება ორგანიზმში ენდოკრინული სისტემის მიერ, აქედან გამომდინარე ენდოკრინული სისტემა თამაშობს წამყვან როლს გინეკოლოგიური პრობლემების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, შესაბამისად მკურნალობის პროცესშიც. თითქმის ყველა ენდოკრინულ ჯირკვალს აქვს რაღაც მონაწილეობა რეპროდუქციული ფუნქციის ჯანმრთელობაში.  ფარისებრი ჯირკვალი ხშირად არღვევს მენსტრუალურ ციკლს და ხშირად ეს ხდება უნაყოფობის მიზეზი.

თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი, ეს ორგანოები უშუალოდ მართავენ საკვერცხეების ფუნქციას, აქედან გამომდინარე მათი დარღვევა იწვევს მეორად ცვლილებებს საკვერცხეებში, საკვერცხეები კი ახდენენ გავლენას მთელი დანარჩენი სასქესო სისტემის ფუნქციონირებასა და ნაყოფიერებაზე.

ჭარბი წონა საქართველოში ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით ჩვენ მაინც უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ საკვერცხეში გამომუშავებული ჰორმონები მნიშვნელოვანწილად ცხიმოვან ქსოვილში გადამუშავდება, რაც უფრო მეტია ცხიმოვანი ქსოლი, მით უფრო აქტიურად ყალიბდება მათში აქტიური მეტაბოლიტები, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენენ ისევ სასქესო ორგანოებზე, მათ შორის საშვილოსნოს ლორწოვანზე. ეს იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის პოლიპი ან ენდომეტრიოზის ჭარბი ზრდა და ჭარბი სისხლდენები, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და ა.შ.

ნაყოფიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ორგანიზმში ცხიმოვანი და არაცხიმოვანი ქსოვილის პროპორციის განმსაზღვრელია. ასე რომ, ჭარბ წონას დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ პრატიკაში.



 გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდები და ოპერაციული ჩარევა,  საქართველოში არის შემთხვევები როდესაც განსხვავებულ მეთოდებსაც მიმართავავენ, როგორია ევროპული სტანდარტი?  

დროთა განმავლობაში იცვლება მკურნალობის მეთოდები, საშუალებები, მენეჯმენტის ფორმები, დაავადების გამოსავლიანობა, ახალი მეთოდიკა იწვევს მთლიანად ჯანდაცვის ორგანიზაციების ფორმების გარდაქმნას, სწორედ ამან გამოიწვია ოფისის გინეკოლოგიის ჩამოყალიბება დასავლეთის ქვეყნებში.

როგორ უნდა განისაზღვროს ქირურგიულ და არაქირურგიულ მეთოდებს შორის?- მკურნალობა რაიმე სტანდარტის გამოხატვა ძალიან ძნელია. ერთი კი უდავოა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ძალიან ბევრ გინეკოლოგიურ სფეროში შემცირდა ოპერაციული ჩარევები და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მცირე მანიპულაციებმა და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ სტატისტიკას ძალიან ახლოს ჯერ-ჯერობით არ ვიცნობ.

რას მოიცავს და გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია? ეს არის მინიმალისტური ჩარევებისთვის განსაზღვრული მეთოდი თუ მომავალში შეიძლება გახდეს რთული ოპერაციების ალტერნატივა? 

ოფისის გინეკოლოგია არის შექმნილი იმისათვის, რომ იყოს მოსახრხებელი, ეფექტური და სწრაფი. დღეს გინეკოლოგიაში ბევრი ინსტრუმენტი ისე დაიხვეწა, რომ  მინიატურულ ზომას მიაღწია, რაც საშუალებას იძლევა მარტივად მივწვდეთ ადამიანის ორგანოებს და მოვახდინოთ დიაგნოსტიკა, ადრე მხოლოდ უხეში ჩარევით იყო შეაძლებელი იგივე.

40-50%  ოპერაციებისა რომლების 20-25 წლის წინ კეთდებოდა, მაგალითად ინგლისში, დღეს გადანაცვლებულია ოფისის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის ოფისში და ერთ მისვლაზე გვარდება ისეთი პრობლემა, რასაც უწინ კვლევევი, ოპერაციული ჩარევა, შესაძლო შემდგომი გართულებები მოყვებოდა.

თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქალებმა ადრეულ სტადიაში დაიწყონ ყურადღების მიქცევა სიმტომებზე და მიმართონ ექიმს, მაშინ უფრო დიდი შანსი იქნება, დაავადებების საოფისე გინეკოლოგიის ფარგლებში განკურნების.



როდის არის პაპილომა ვირუსი საშიში და რამდენად არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა?

პაპილომა ვირუსი, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსი,  ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში, მსოფლიო მასშტაბით მისი გავრცელებადობა 80%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობას პაპილომა ვირუსი აღენიშნება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს საშიში არ არის რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ თუ პაპილომა ვირუსი დიდხანს რჩება ორგანიზმში, მას შეუძლია ჩაერთოს კანის მფარავი(ეპითელური) ქსოვილის  უჯრედების ბირთვებში, ქრომოსომულ, გენეტიკურ აპარატში და გამოიწვიოს მათი გარდაქმნა. შედეგად უჯრედები ნელ ნელა ხდებიან პათოლოგიურები, პათოლოგიური ცვლილებები არის კიბოს წინარე დაავადება, რომელიც კლინიკური თვალსაზრისით პირველ, მეორე, მესამე სტადიად იყოფა, რომლის შედეგადაც ბოლოს ყალიბდება კიბო.

პაპილომა ვირუსს არანაირი სიმპტომი არ აქვს და სირთულე სწორედ ამაში მდგომარეობს. საჭიროა გარკვეული მეთოდებით თვალყურის დევნება და სწორედ ამისთვის არსებობს პაპ-ტესტები. პაპ–ტესტი ეს არის საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედების დათვალიერება  მიკროსკოპის ქვეშ, რათა გამოვლინდეს დაწყებულია თუ არა უჯრედების პათოლოგიური გარდაქმნა. მას შემდეგ, რაც დადგინდება პათოლოგიური ცვლილებები და დახარისხდება, იწყება დიაგნოსტიკური ჩარევები, კოლპოსკოპიის ჩატარება და ბიობსიის გაკეთება საბოლოო ჰისტოლოგიური დიაგნოზის დასადგენად. შემდეგ უკვე პასუხიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება საჭიროა უფრო ღრმა მკურნალობა თუ არა. მკურნალობა არის ქირურგიული, რადგან დღეისათვის მედიკამენტოზური მეთოდი პაპილომა ვირუსის მკურნალობისა არ არსებობს.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, კიბოს წინარე დაავადების მკურნალობის მომავალი, ვიცით რომ არსებობს მკურნალობის წინარე მეთოდები, ვაქცინაციები, ახალგაზრდა ქალებს 12-14 წლის ასაკში უტარდებათ და ძალიან ეფექტურია, სამწუხაროდ გვიან ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია აზრს კარგავს. მაგრამ ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, რადგან მომავალი თაობა თავისუფალი იქნება ქალების მკვლელი საშვილოსნოს კიბოსგან.

 არჩევითი საკეისრო კვეთა, რომელსაც ძალით გართულებულ მდგომარეობასაც კი უწოდებენ, რატომ არის ფიზიოლოგიური მშობიარობა ასე მნიშვნელოვანი ევროპაში და რატომ განვსხვავდებით ჩვენ მათგან?

აქტუალური და საინტერესო კითხვაა, მე ვფიქრობ ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია განათლება,  ალბათ მოსახლეობამ არ იცის რა უარყოფითი ფაქტორები ახლავს საკეისრო კვეთას და მათ წარმოდგენაში ეს არის მხოლოდ სამშობიარო ტკივილის თავიდან აცილების გზა. რეალურად მშობიარობის ტკივილის თავიდან აცილების ბევრად უფრო ეფექტური მეთოდები არსებობს, მაგ: სპინალური ანესთეზია და კიდევ ბევრი სხვა.  ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ევოლუციურად საუკუნეების მანძილზე ადამიანებში ჩამოყალიბდა და კარგად მართვადი პროცესია. როგორც წესი თვითონ იწყება, შემდეგ პროგრესირებს, მინიმალური ჩარევებია ხოლმე საჭირო და როგორც წესი ეს მთავრდება გაცილებით უფრო ნაკლები ტრამვით დედისთვის და ბავშვისთვისაც  ვიდრე  საკეისრო კვეთა.

საკეისრო კვეთის დროს მიღებული ტრამვა, ქალის ორგანიზმისთვის არის გაცილებით დიდი, ბევრ გართულებებთან დაკავშირებული, სისხლდენა, ნერვების დაზიანება, საშარდე გზების, ნაწლავების დაზიანება, რომლის ფუნქციის აღდგენაც ნელა მიმდინარეობს და წლების მანძილშე შეიძლება  მოყვებოდეს უარყოფითი შედეგები.

ფიზიოლოგიურად ნამშობიარევ ქალს აქვს „ბონდინგის”, უშუალო კონტაქტის, სიყვარულის დამყარების საშუალება პირველივე წამებიდან, რაც ღრმა და მჭიდრო კონტაქტს ქმნის დედა-შვილს შორის.

საკეისრო კვეთის შემდეგ საწოლში წოლაა აუცილებელი, ბუნებრივად ნამშობიარევი ქალები კი დგებიან და საკუთარი ფეხით მიდიან სახლში. უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ მაშინ იქნას გამოყენებული როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.



რატომ ხდება, რომ საქართველოში რეაბილიტაციის პერიოდი, ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაშიც გაცილებით ხანგრძლივია ვიდრე ევროპაში, როგორია სტანდარტი? 

ჩემთვის გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ახალ ნამშობიარევი ქალი რამდენიმე საათში დგება ფეხზე, ვიდრე ის, რომ რამდენიმე დღე წვანან ლოგინში. რეაბილიტაცია, ეს ბუნებრივი პროცესია იმ ცვლილებებიდან ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, რომელიც ცხრა თვე მიმდინარეობდა ქალისორგანიზმში. ნაწილი ცვლილებები საკმაოდ სწრაფად აღდგება, მაგრამ არის ნელი პროცესებიც. როგორც წესი ექვს კვირაში ქალის ყველა ორგანო და მათი ფუნქცია ნორმაშია ჩამდგარი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მომზადება ორსულობის პერიოდიდანვე მოხდეს, მშობიარობის შემდეგ ქალი ისეთი დაღლილია, მას განათლებისთვის ნაკლები დრო რჩება, მან რომ იცოდეს როგორ ჩაატაროს მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები, როგორ გააინტენსიუროს მეტაბოლიზმი ვარჯიშით, როგორ დიეტაზე გადავიდეს, სითხეები რა რაოდენობით მიიღოს, მისთვის ბევრად უფრო ადვილი და ეფექტური იქნება რეაბილიტაციის პერიოდის გავლა. მე ამ ყველაფერს ყველა ქალს ვურჩევ თავიანთი მშობიარობის დაგეგმვის დროს.

მედიკამენტების და ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ორსულობაში, როგორია სტანდარტი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში?

ამ ერთი წლის მანძილზე რაც საქართველოში ვმუშაობ, მომიწია გარკვეული რაოდენობის ორსულების ნახვა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ პაციენტს ვთავაზობ, ჯობია არ მიიღონ დანიშნული მედიკამენტების 95%. ამ წამლებს არანაირი რეალური სიკეთის მოტანა არ შეუძლიათ. როგორც წესი ეს წამლები, ვიტამინები, კვებითი დანამატები გადიან პლაცენტაში და ეს ნივთიერებები დედაზე და ნაყოფზე სრულიად სხვადახვანაირად მოქმედებენ. მე ვაგრძელებ იმ პრაქტიკას, რომლითაც ვმუშაობდი დასავლეთში. დასავლეთში იღებენ ბევრად უფრო ნაკლებ წამალს ვიდრე ჩვენთან. სასურველია გავითვალისწინოთ გამოცდილება, იმისათვის რომ ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღი გახდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/06/apolon-meskhi.mp3"][/audio]
                    [post_title] => პაპილომა ვირუსი, საოფისე გინეკოლოგია და მედიკამენტების „გადაჭარბებული სიყვარული“  - აპოლონ მესხის რეკომენდაციები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => papiloma-virusi-saofise-ginekologia-da-medikamnetebis-gadacharbebuli-siyvaruli-apolon-meskhis-rekomendaciebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-06-14 18:35:59
                    [post_modified_gmt] => 2018-06-14 14:35:59
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=255106
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 249018
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-05-31 19:34:22
                    [post_date_gmt] => 2018-05-31 15:34:22
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იყოს კატეგორიულად აკრძალული, შეზღუდული და რა პროდუქტების მიღებაა აუცილებელი ორსულთა რაციონში, რა გავლენას ახდენს მშობიარობის შესაძლო გართულებაზე მომატებული კილოგრამები, რა იწვევს გლუკოზის დონის მატებას ორსულებში და რატომ შეიძლება ამან ავნოს დედას და ნაყოფს, რა არის პრეკლამსია, რა სიმპტომებით ვლინდება ის და უსაფრთხოა თუ არა გაუტკივარება - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მეან-გინეკოლოგმა ირაკლი ვეერულაშვილმა ისაუბრა.

ახლა გარდამავალი სეზონია, ბევრი ახალი პროდუქტი შემოდის. რა უნდა მიირთვას ორსულმა და რას უნდა მოერიდოს?

კვებას ადამიანისთვის და მითუმეტეს ორსული ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ ორსულობა კარგად წარიმართოს და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს, კვებას დიდი როლი ენიჭება. საკვები შედგება ცილებისგან, ცხიმებისგან და ნახშირწყლებისგან. როგორც იცით, ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა და ის აუცილებელია ორგანიზმისთვის. თუმცა, დიდი ოდენობით ცომეულის მიღება იწვევს წონაში მატებას. რაც შეეხება ცილებს, ის საშენი მასალაა ორგანიზმისთვის, ცხიმებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა, საუბარია სასარგებლო ცხიმებზე, მაგალითად ავოკადო, ნიგოზი. არ უნდა დაგვავიწყდეს ვიტამინები, რაც მრავლად არის ხილსა და ბოსტნეულში. მაგალითად, როდესაც ორსული ვეგეტარიანელია და არ იღებს თევზსა და ხორცს, რაც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, მეორე ტრიმესტრში რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნილება გაზრდილია, ამან კი შესაძლოა რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს, ამ დროს ვიტამინებს ვამატებთ ხოლმე. ტოქსიკოზის დროს, როდესაც ქალს უჭირს საკვების მიღება, ძირითადად გადასხმებითა და ვიტამენით ხდება ორგანიზმის შევსება.



რას გულისხმობს ორსულობისას ჭარბი წონა, საშიშია თუ არა და რამდენი კილოგრამი შეიძლება მოიმატოს ქალმა ორსულობისას? 

შეცდომაა ის, რომ ორი ადამიანის ნაცვლად არ უნდა იკვებოთ. თუ ქალი ჩვეულებრივ 1800-2000 კალორიამდე იღებს, კალორაჟი ორსულობისას შეიძლება 2 000-დან 4 000 კალორიამდე შეიძლება გაიზარდოს. წონის ნამატი კი 12-18 კილოგრამი შეიძლება ვივარაუდოთ. თუ დროულ ვადაზე იბადება ბავშვი, ოთხ კილომდე ნაყოფზე მოდის, დანარჩენი კი დედის ცხიმია. ორსულად ვარ და ჩემთვის ყველაფერი შეიძლება არასწორია. წონის მატებისას საფრთხე ექმნება ნაყოფსაც, ქალს უჭირს წონის კლება, ჩნდება სტრიები, შესაძლოა სახსრებს, გულ–სისხლ ძარღვთა სისტემას შეექმნას ზედმეტი წონისგან პრობლემა, შესაძლოა დიაბეტიც ჩამოყალიბდეს.

გლუკოზის დონის მატება სისხლში - კვლევა, რომელიც ყველა ორსულს უტარდება. რატომ არის ამ კვლევის ჩატარება აუცილებელი? 

ზოგადად გლუკოზა არის შაქარი, რომელიც გარემოდან ხვდება ქალის ორგანიზმში. არაორსულ მდგომარეობაში გლუკოზას მილიმოლებში საზღვრავენ და ნორმა 3-დან 5 მილიმოლამდეა. თუ ზღვარი მომატებულია, ეჭვი მიგვაქვს ენდოკრინულ დარღვევაზე, პანკრეატიტზე, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებაზე და ა.შ. გესტაციური დიაბეტი არის შეძენილი დიაბეტი და ის უშუალოდ ორსულობის დროს იწყება და ორსულობის დასრულებისთანავე ქრება. საფრთხე, რაც გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება ნაყოფზე განაპირობოს, ეს არის ნაყოფის გესტაციასთან შედარებით დიდი წონა. დიდი ზომის ნაყოფმა შესაძლოა მშობიარობის დროს ქალის სამშობიარო გზები ვეღარ გამოიაროს და მენჯთან შეუსაბამო იყოს მისი წონა. დიდი ბავშვი ყოველთვის არ ნიშნავს ჯანმრთელ ბავშვს. ამიტომ უკეთდება ყველა ოსრულს შაქრის ანალიზი მეორე ტრიმესტრში. იმ შემთხევაში, თუ ორსულს ჩივილები აქვს: ხშირი დაღლა, ხშირი შარდვა, მომატებული წყურვილის შეგრძნება, ამ დროს აღარ ველოდებით რუტინულ კვლევებს და უფრო ადრეულ ვადაზე ვაკეთებთ ტესტს.



პრეეკლამსია - რომ აგვიხსნათ ეს ტერმინი და საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა?

პრეეკლამსია მეანობაში ერთ-ერთი სერიოზული დაავადება და გართულებაა. ეს უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიაა და გესტაციის 20 კვირის შემდეგ ხდება მისი აღმოჩენა. პრეეკლამსიით სიკვდილიანობა მოწინავე ადგილზეა, წელიწადში 100 000-მდე ქალი იღუპება. პრეეკლამსია იყოფა მარტივ და რთულ მდგომარეობად. გაიდლაინით არის გაწერილი, როგორ უნდა ვმართოთ ის. როდესაც ქალი აღწერს, რომ აქვს არტერიული წნევის მატება, აღენიშნება მომატებული შეშუპება და შარდში პროტეინურიაა, ეჭვი პრეეკლამსიაზე უნდა მივიტანოთ. მარტივი მდგომარეობა შესაძლოა რთულში გადავიდეს. ქალი რომელიც აღნიშნავს, რომ არტერიური წნევა 140/100-ზე აქვს, ეს მსუბუქი პრეეკლამსიაა, აქ მნიშვნელოვანია შარდის ანალიზის შედეგიც. ხოლო თუკი წნევა 160/100-ზე მაღალია, ეჭვი მძიმე პრეეკლამსიაზე უნდა მივიტანოთ. გამოსავალი ორივე შემთხვევაში არსებობს, მთავარია დროული მიმართვიანობა. როდესაც დავადგენთ, რომ მსუბუქი პრეეკლამსიაა, უმჯობესია 24 საათიანი მონიტორინგი კლინიკაში. თუ გამოირიცხება, რომ მძიმე პრეეკლამსია არ არის, უნდა მოხდეს დასტაბილურება. თუ ვერ დასტაბილურდა, უნდა გადაიხედოს ბავშვისა და დედის მდგომარეობა და გადაწყდეს მშობიარობის ტაქტიკა. პრეეკლამსიის გამოსავალი არის მშობიარობის დასრულება, უპირატესობა ფიზოლოგიურ მშობიარობას ენიჭება. თუ ნაყოფი 32 კვირაზე პატარაა, უმჯობესია საკეისრო კვეთა.

ფიზოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა - თემა, რომელზეც არ სრულდება საუბარი და კამათი...

საკეისრო კვეთა მშობიარობის ერთ-ერთი სახეა. მე ყველა ორსულს ვურჩევ, რომ იმშობიაროს ფიზიოლოგიურად. თუ რაიმე გართულებაა უშუალოდ მშობიარობის დროს, ამ შემთხვევაში, ორსულს უნდა თუ არა, მას საკეისრო კვეთა უკეთდება. რაც შეეხება უპირატესობებს - კვლევებიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისას, ნაყოფი გარემოსთან უფრო შეგუებული იბადება. რაც შეეხება საკეისრო კვეთას, აქ გართულებები უფრო მეტია. ეს არის ოპერაცია, თუმცა, ქალები სერიოზულად არ უყურებენ ამას. არის შიშის ფაქტორიც და ბევრი ქალი საკეისრო კვეთას შიშის გამო ირჩევს. არ არსებობს ორსული, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, რომ უნდა საკეისრო. ორსული შესაძლოა არ დადიოდეს მშობელთა სკოლაში, მაგრამ ის ექიმმა უნდა მოამზადოს ფსოქოლოგიურად და აუხსნას, რომელი სჯობს. თუ ქალი დაჟინებით ითხოვს საკეისრო კვეთას, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვუთხრათ. თუმცა, დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ და ამის შემდეგ იღებს ის გადაწყვეტილებას.

ამბობენ, რომ ოჯახის წევრები ეხმარებიან ქალს მშობიარობის პროცესში, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

ჩვენს კლინიკაში დიდი ხანია თავდგომის პრაქტიკა დადგენილია. თუმცა, ესეც სწორად უნდა იყოს შერჩეული ვინ დაესწრება, ზოგჯერ მშობიარეს დედა მისახედი გვიხდება ხოლმე.

გაუტკივარება - რამდენად უსაფრთხოა და იწევს თუ არა გართულებებს?

გაუტკივარება ქალის არჩევანია. არსებობს ფსიქოლოგიური გაუტკივარება, მართალია ტკივილი არ იხსნება, მაგრამ ფსიქოლოგიურ დოენზე ხდება ქალის მომზადება, რომ ტკივილი უკეთ აიტანოს. არის სხვადასხვა პოზები, რაც ტკივილს ამცირებს. არის ეპიდურალური გაუტკივარება, რომელიც ტკივილის შეგრძნებას ფაქტიურად აქრობს. მას თავისი ჩვენებები აქვს. ანესთეზია უნდა გააკეთოს გამოცდილმა ანესთეზიოლოგმა და შიში იმისა, რომ ქალი ვერ გაივლის, ეს არასწორია. რისკები ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩარევისას, არის რა თქმა უნდა. შესაძლოა ნაჩხვლეტი დაჩიქრდეს, შესაძლოა გამოიწვიოს თავისა და წელის ტკივილი, რაც 1-2 კვირაში ალაგდება. ნაყოფისთვის გაუტკივარება უსაფრთხოა, რადგან არ გადის პლაცენტარულ ბარიერს.

ასაკი და ორსულობა/მშობიარობა - არის თუ არა მეტი რისკი გვიანი მშობიარობისას? 

ოქროს შუალედად მიიჩნეოდა 18-35 წლამდე, თუმცა ეს ასაკი გაიზარდა. ასაკთან ერთად გასანაყოფიერებელი კვერცხუჯრედების რაოდენობა იკლებს და დაორსულება რთულდება. ასაკში სხვადასხვა პათოლოგიების რისკები ჩნდება. კეთდება ორმაგი და სამმაგი გენეტიკური ტესტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების აღმოჩენას უწყობს ხელს. არის არაინვაზიური, ექსოკოპიური კვლევა და ხდება კისრის ნაოჭის გაზომვა. აღსანიშნავია ფოლიუმის მჟავა, რომელიც ყველა ორსულისთვის არის რეკომენდირებული და სწორედ ეს უწყობს ხელს ნერვული ღეროს ჩამოყალიბებას და სწორ განვითარებას. კეთდება ინვაზიური კვლევებიც, 12-20 კვირის ვადაზე ამიოცენტეზის საშუალებით ზუსტად ხდება ამა თუ იმ დაავადების გამოვლენა. მესამე და მეოთხე ორსულობა უფრო სარისკოა, რადგან სისხლდენის რისკი უფრო მეტია. ყველაზე უსაფრთხო პირველი მშობიარობაა, მაგრამ ის უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/irakli-verulashvili.mp3"][/audio]

 

 
                    [post_title] => მომატებული კილოგრამები ორსულობისას, გაუტკივარება და მშობიარობის შიში - ირაკლი ვერულაშვილი ორსულობა-მშობიარობის შესახებ
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => momatebuli-kilogramebi-orsulobisas-gautkivareba-da-mshobiarobis-shishi-irakli-verulashvili-orsuloba-mshobiarobis-shesakheb
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-06-01 11:35:03
                    [post_modified_gmt] => 2018-06-01 07:35:03
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=249018
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 246311
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-05-24 14:54:07
                    [post_date_gmt] => 2018-05-24 10:54:07
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

უსაფრთხოა თუ არა მარიხუანა, იწვევს თუ არა ის შეჩევავს და შესაძლოა თუ არა მარიხუანას მოხმარება  გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ. არსებობს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკი და როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეგრეთწოდებული „კლუბური ნარკოტიკი“ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფის ექიმმა-ნევროლოგმა, ირინა ურუშაძემ უსაბრა.

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მარიხუანა არ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, ან არ იწვევს მიჩვევას, არ იწვევს დამოკიდებულებას - ასეა თუ არა ეს?

ვეცდები ისე ვისაუბრო, რომ არც პროპაგანდა გამომივიდეს და არც გავამწვავო საკითხი. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? მაგალითად ავიღოთ ღალატი - არსებობს მსუბუქი ღალატი და მძიმე ღალატი? ქალბატონი, რომელსაც მეუღლე ჰყავს, შეიძლება თუ არა სხვა მამაკაცს გაჰყვეს რესტორანში, აკოცოს, ეცეკვოს, მსუბუქი ფლირტი აწარმოოს და დაბრუნდეს სახლში? ყველასთვის საშინელებაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის მანდილოსანი, რომელსაც მეუღლე ჰყავს და სხვა სექსუალურ პარტნიორს გაიჩენს. რატომ გამიჩნდა ასეთი ასოციაცია - მსუბუქი ნარკოტიკი, ასეთი ცნების არსებობა მე არასწორად  მიმაჩნია. ნარკოტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ხსნის გზას. ამას რომ დაუშვებ, ამას რომ მიიღებ, მერე გიჩნდება ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი. მე ემოციის დონეზე მოტივაციებზე ვსაუბრობ, თუმცა რასაკვირველია მსუბუქი ნარკოტიკის ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ჩნდება ტოლერანტობა და შემდეგ დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების მოსასპობად კი აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნილება მძიმე ნარკოტიკების მიმართ. ამიტომ, მგონია, რომ ამ ნივთირებების „მსუბუქად“ და „მძიმედ“ დაყოფა არასწორია. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს ანდაზა ქართულად, თუმცა ზუსტად შეესაბამება - „Игра не стоит свеч“. ჩვენ ისეთ ცუდ შედეგებს მივიღებთ, რომ ის მცირე სამედიცინო ეფექტები ამად ნამდვილად არ ღირს.



კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. ამბობენ, რომ ზომიერად მოხმარებული მარიხუანა ზიანის მომტანი არ არის, უფრო მეტიც, ის ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს... შეუძლია თუ არა მარიხუანამ მართლაც მოახდინოს რაიმე დადებითი გავლენა ორგანიზმზე? 

მარიხუანა არის მცენარე, რომლის ლათინური სახელწოდებაა Cannabis sativa. ყლორტებისგან ზეთი კეთდება, ფოთლები კი შრება და მას ინჰალაციის გზით მოიხმარენ - ეს ინფორმაცია საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება მის ეფექტს, ვეცდები გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ნივთიერება კანაბინოიდი, რომელსაც გარკვეულ წილად აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმზე. საქმე მიდგომებსა და გამოცდილებაშია. თუ ვისაუბრებთ ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ჩემი ასაკის ადამიანებზე, თუნდაც თქვენი ასაკის ადამიანზე, ნატა, შეგვიძლია ჩვენ გაცნობიერებულად მივუდგეთ ამ საკითხს და გარკვეულ წილად დადებითი ეფექტისთვის, ძალიან იშვიათად გამოვიყენოთ და არ გაგვიჩნდეს ტოლერანტობა, შესაბამისად დამოკიდებულება. მაგრამ, რა ვუყოთ მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული, არ აქვთ სამყარო გაცნობიერებული. ამ ადამიანებს ვერ გავაგებინებთ, როგორ მოიხმარონ მარიხუანა. მოზრდილები მოზარდებისგან ჭკუით არ განვსხავდებით, ჩვენ უბრალოდ მეტი გამოცდილება გვაქვს. მე რომ ვიტყვი, რომ მარიხუანას დადებითი ეფექტი აქვს, მოზარდი მხოლოდ იმას გაიგებს, რომ მარიხუანა კარგია. ამას ვუფრთხი, ეს მაფერხებს იმაში, რომ სწორად ჩამოვაყალიბო მარიხუანას დადებითი და უარყოფითი ეფექტები. დადებითი ეფექტები ნამდვილად აქვს. მარიხუანა, კერძოდ ნივთირება კანაბისი, სინაფსის მეშვეობით, თავის ტვინში ააქტიურებს ნერვული იმპულსის გადაცემას, ახდენს მისი ორმხრივი პარალელური ნაკადებით მოძრაობა-მიმოსვლას. ეს აუმჯობესებს მეხსიერებას, ინტელექტს, გუნება-განწყობილებას, ააქტიურებს მადას, ადამიანი ხდება ოპტიმისტი, მას მეტი შეუძლია, ვიდრე ამის გარეშე. იგივე ონკლოგიის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ემოციურ დონეზე აქვს ეფექტი, აქვს ის თვისებებიც, რომელიც ამ საშინელ მოვლენას, რომელსაც აპოპტოზი ქვია, გარკვეულ წილად აფერხებს. აპოპტოზი არის უჯრედში თანდაყოლილად ჩადებული საკუთარი თავის სუიციდური პროგრამა, ეს ნევროლოგიაში ძალიან საინტერესო საკითხია. ეს მექანიზმი წამყვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. კვდება უჯრედები, მარიხუანა კი გარკვეულ წილად, გარკვეულ ეტაპებზე კვდომის პროცესებს აფერხებს.



თქვენ აღნიშნეთ დადებითი ეფექტები და თქვით, რომ აქ ზომიერების აღქმის პრობლემაა, რასაც მოზარდები ვერ ახერხებენ. ფრაზა - „არ არის ცუდი“, მათში სხვაგავარდ მუშავდება. შეგვიძლია თუ არა ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები, რაც შეიძლება მარხუანას არაზმომიერმა, სისტემატიურმა მოხმარებამ გამოიწვიოს?

მარიხუანას ორგანიზმზე აქვს ობიექტური და სუბიექტური მოქმედება. სუბიექტური სიმპტომებია ზუსტად ემოციური ტალღა, ობიექტურ სიმპტომებში კი მისი გავლენა იგულისხმება სხვადასხვა ორგანოებზე. ყველაფერს მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. ჩვენს ორგანიზმში არსებობს ცდომილი ნერვი და მისი ბოჭკოები ყველა შინაგან ორგანოსთან მიდის. ცდომილი ნერვის სტიმულირება გულის ცემის გაიშვიათებას იწვევს. მისი ზოგადი მასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედების გამო, მისი სისტემატური გამოყენება არ მიმაჩნია, რომ სწორია. ორგანიზმს არ შესწევს იმის უნარი, რომ მუდმივად ზეზღურბლოვან აღგზნებაზე ფუნქციონირებდეს, ეს ყოველთვის უარყოფით გავლენას გამოიწვევს.

შესაძლებელია თუ არა, რომ მარიხუანას მოხმარება გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ?

რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ აკრძალული, საშინელი და დამღუპველი პროცესებისკენ, რომლებსაც ძალიან დიდი უბედურება მოაქვთ. თუნდაც კლუბური ნარკოტიკი, თუნდაც მარიხუანა - ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ.

შეიძლება თუ არა მარიხუანას ზომიერმა მოხმარებამაც გამოიწვიოს „ლომკა“ და შეიძლება თუ არა, რომ ზომიერებაშიც დავიკარგოთ? 

ეს არის ზუსტად ის ერთადერთი უარყოფითი თვისება და აკრძალვა. მეცნიერულ, ნეირობიოლოგიურ დონეზე მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს არ იწვევს დამოკიდებულებას. მაგრამ, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ რადგან ხელოვნური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სინამდვილეში, არ მოუნდება ეს გაიმეოროს, მას ყოველთვის მოუნდება ამ მდგომარეობაში ყოფნა, მის ნერვულ სისტემას ყოველთვის დასჭირდება წახალისება. ეს გადავა ტოლერანტობაში და საბოლოოდ დამოკიდებულებაში.



რა არის კლუბური ნარკოტიკი და აქვს თუ არა მას უკუჩვენება?

მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკი მსუბუქი არ არსებობს. ჩვენს თავის ტვინში, ნერვულ უჯრედთან კონტაქტობს და ფუნქციონირებს ნეირომედიატორის საშუალებით. ინფორმაცია ნეირონიდან ნეირონზე გადადის სინაფსში ნივთიერების გამოყოფით. მაგალითად, ერთ-ერთ ნივთიერებას ქვია დოფამინი. კლუბური ნარკოტიკი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას. კლუბური ნარკოტიკები შედიან ამფეტამინების ჯგუფში და მათგან ყველაზე გავრცელებულია ექსტაზი. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ ძვრებს იწვევს თავის ტვინში ნარკოტიკი, რომ ჩვენს სინაფსურ ტერმინალებში, ანუ ნეირონისა და ნეირონს შორის კავშირის ადგილში გროვდება დოფამინი. როგორ შეიძლება ამას ზერელედ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს ნარკოტიკს არ მიეკუთვნება. ეს იმდენად პოლიფუნქციური გავლენაა, რადგან ჩვენ თავიდან ბოლომდე თავის ტვინით ვიმართებით, როგორ შეიძლება არაფერად ჩავაგდოთ. გარდა დოფამინისა, არის სეროტონინი, მას უფრო იცნობენ როგორც სიხარულისა და ბედნირების ჰორმონს. არის ოქსიტოცინი, მაგალითად შვილები ოქსიტოცინით გვიყვარს. ვიღვიძებთ დოფამინით, სიამოვნების განცდა სეროტონინითა და დოფამინით გვაქვს. სწორედ მათი სტიმულირება ხდება ამფეტამინების გამოყოფის საშუალებით. სხვადასხვა გზებით, სეროტინის, დოფამინის, სეროტონინის დაგროვება იწვევს ჩვენში ეიფორიას, შიშის არ არსებობას, გახსნილობას, აღარ გვაქვს პიროვნებათა შორის ინტერაქციის პრობლემა, ყველას ვედნობით, ითრგუნება ჩვენი ეგო, პიროვნება. ხომ გესმით, რა სიღრმისეულ ძვრებზე ვსაუბრობთ.

რა ხდება შეგრძნებების გავლის შემდეგ?

მერე იწყება ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთში მიმავალი კიბე, რომლის საფეხურიდან საფეხურზე ადამიანის ტანჯვაა. ეს საშინელებაა და დიდი ზიანია თავად ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და სახელმწიფოსთვის. ხდება სრული პიროვნული დეზადაპტაცია. ადამიანს აღარ შესწევს ნორმალურად ცხოვრების უნარი. მას მუდმივად გარეგანი სტიმულირება სჭირდება. თუმცა, სტიმულირების შედეგადაც ვეღარ არის ადამიანი ადეკვატური. ჩვენ გარკვეული ჰომეოსტაზით, ჩვენი ნეირომედიატორების თანაფარდობით ვიბადებით, რომელიც ჩვენი ნორმალური აღქმის პროცესებში მონაწილეობს. აქ ჰომეოსტაზი ირღვევა. ადამიანს აღარ შეუძლია მამობა, დედობა, ქრმობა, ცოლობა - იღვევა სოციალიზაციის ყველანაირი ხარისხი.



რა გამოსავალი არსებობს ამ დროს და როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ნარკოტიკების მოხმარებას? 

სქემა იმუშავებს იდეალურად და შეუცდომლად, თუ არსებობს ადამიანის მონდომება, მთავარი ეს არის. თავმოყვარეობის შემლახველია რაიმეზე დამოკიდებულება, რაიმის მანია. არაჩვეულებრივი სიტყვაა თავისუფლება. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს არავითარი გარეშე მასტიმულირებელი ნივთიერება იმისათვის, რომ ჰქონდეს სიამოვნების, სევდის ან ბედნიერების განცდა, ამიტომაც არის ის ადამიანი. ჩვენ ვიბადებით სრულყოფილები, ჩვენ თავად გვაქვს ენდოგენური ოპიატები, ენდორფინები, მარიხუანის მსგავსი ნივთიერებები. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაზე მოვევლინეთ სიამოვნებისთვისაც ჩადებული პაკეტით, ცოდნისთვის, წინსვლისთვის, ტრაგედიისთვის ჩადებული პაკეტებით. ამას უნდა ვიცავდეთ და არ უნდა ვსპობდეთ. სქემის მწვერვალზე დგას პიროვნება და მისი მონდომება. ამის შემდეგ კი ჩვენც შეგვიძლია გამოვადგეთ ადამიანებს. არსებობს მთლიანად მოძღვრება ამ თემაზე - ნარკოლოგია. არსებობს ბევრი მანიპულაცია, ინექციები, პრეპარატები, სარებილიტაციო ღონისძიებები. დიდი არსენალი გვაქვს საშინელი მტერის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/05/2018-05-23-18-00-00-Avto-Radio.mp3"][/audio]

 
                    [post_title] => „კლუბური ნარკოტიკი და მარიხუანა არის გზა ჯოჯოხეთისკენ" - ექიმი-ნევროლოგი მსუბუქი ნარკოტიკის საშიშ მხარეებზე
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => kluburi-narkotiki-da-marikhuana-aris-gza-jojokhetisken-eqimi-nevrologi-msubuqi-narkotikis-sashish-mkhareebze
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-05-24 15:38:19
                    [post_modified_gmt] => 2018-05-24 11:38:19
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=246311
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 255106
            [post_author] => 23
            [post_date] => 2018-06-14 17:46:40
            [post_date_gmt] => 2018-06-14 13:46:40
            [post_content] => გადაცემია ლაივი LIVE

რა სახის პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული დღეს გინეკოლოგიაში და რა არის ამის მიზეზი, რა როლი აქვს ამაში გენეტიკურ ფაქტორებს, არის თუ არა ჭარბი წონა მიომებისა და პოლიპების განვითარების მთავარი მიზეზი, რას გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია, რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს პაპილომა ვირუსი და როდისაა ის საშიში და ბოლოს, არჩევითი საკესრო კვეთა - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ბრიტანეთის უმაღლესი რანგის კლინიცისტმა, სამეფო კოლეჯის წევრმა, მეან გინეკოლოგმა აპოლონ მესხმა ისაუბრა. აპოლონ მესხი 24 წლის განმავლობაში ბრიტანეთში მოღვაწეობდა, ერთი წლის წინ კი მან მუშაობა ჟორდანიას ვაკის ფილიალში დაიწყო.



 ბატონო აპოლონ, ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია განსხვავებული გინეკოლოგიური ფაქტორები, რა სახის გინეკოლოგიურ პათოლოგიებს ვხვდებით ჩვენს ქვეყანაში და  რა არის მომართვიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ?

როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ყველა ქვეყანას თავისი ეპიდემიოლოგია ახასიათებს, არა მხოლოდ გინეკოლოგიაში არამედ ყველა სფეროში. საქართველოსაც თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთვის ჯერ კიდევ კარგად ცნობილი არ არის, თუმცა ეპიდემიოლოგიური სამსახური ძალიან საინტერესო მუშაობას ეწევა და ბევრი დაავადების შესახებ დღეს ინფორმაცია უკვე მოიპოვება, მაგრამ ეპიდემიოლოგია ისეთი დარგია, რომ მისი ძირითადი მონაცემები მუდმივად იცვლება. დროთა განმავლობაში სხვადასხვა დაავადება ხდება აქტუალური.

გინეკოლოგიაში ხშირ დაავადებებს მიეკუთვნება ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ქალბატონებში სხვადასხვანაირად ვლინდება. მოდიან პაციენტები, რომლებმაც იციან თავიანთი დაავადების შესახებ და ამბობენ, რომ აქვთ მიომის ან ენდომეტრიოზის დიაგნოზი დასმული, მეორე შემთხვევაში კი ქალბატონები მოდიან ერთი კონკრეტული სიმპტომით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი სიმპტომის საფუძველზე ექიმისთვის მიმართვა, რადგან ეს დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის საშუალებას იძლევა.

ახალგაზრდა, 20 წლამდე ასაკის ქალებში უფრო ხშირად ვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევები, მათ ჯერ არ აქვთ ორგანული დაავადებები. უფრო ზრდასრულ ასაკში 20 დან 35 წლამდე ქალბატონებში ნაყოფიერების საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. 35 წლიდან ზემოთ კი არის გინეკოლოგიური სფეროს დაავადებების მთელი გამა, ხშირია მიომა, ენდომეტრიოზი, ტკივილის სინდრომი, სხვადასხვა წარმოშობის კისტები.

წარსულთან შედარებით, დღეისათვის ჩვენთვის სრულიად სხვა კუთხით არის საინტერესო ეს დაავადებები, ჩვენ ამ დაავადებებს ვუყურებთ, როგორც პოტენციურად კიბოს წინარე დაავადებებს და მათ მენეჯმენტს ვანხორციელებთ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი გაავთვისებიანების პოტენციალი.

45-47 წლიდან მენოპაუზასთან დაკავშირებული სიმპტომები ხდება წამყვანი, აქედან გამომდინარე მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.  ამ დროს  ქალებისთვის ყველაზე შემაწუხებელი პრობლემა არის ალები, ძილის დარღვევა და ა.შ, რომელიც ნორმალური მენოპაუზალური პერიოდის მახასიათებელია, მაგრამ ამ დროს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს და სამწუხაროდ არ უჭირავს მოულოდნელ გინეკოლოგიურ სისხლდენებს, რომლებიც ხშირად საკმაოდ საშიში დაავადებების ადრეული გამოვლინებაა.



რატომ ხდება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გინეკოლოგიური პრობლემები  უკვე 20 წლის ასაკიდან იჩენს თავს, რიგ ქალბატონებს კი  ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებთ, არის თუ არა განმსაზღვრელი გენეტიკური ფაქტორი?

გინეკოლოგიური თვალსაზრისით საკითხს  უნდა მივუდგეთ ასე,  რა არის უფრო მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორები თუ გარემო ფაქტორები? რეალურ ცხოვრებაში ვიცით, რომ ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ეს უფრო დამოკიდებულია ინდივიდუალურ პათოლოგიაზე ვიდრე სხვა რამეზე. არსებობს კიბოს გარკვეული ფორმები, რომლებიც შედარებით მაღალი სიხშირით ვლინდება გარკვეულ ოჯახებში, რომლებიც გარკვეული გენის მუტაციის მატარებლები არიან. ასევე არის დაავადებები, რომლებიც ხშირად ვლინდება გარკვეულ გარემო პირობებში მაცხოვრებელ ქალებში, ეს განსაზღვრავს იმას, თუ რანაირად შეიძლება ამ დაავადების დიაგნოსტიკა, მენეჯმენტი, მკურნალობა, საჭირო არის თუ არა სკრინინგი და ა.შ.

გინეკოლოგიური ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიბოს წინარე დაავადების ადრე აღმოჩენას, იმიტომ რომ ადრეულ სტადიაში ჩვენ შეგვიძლია დაავადებები სრულად განვკურნოთ. ერთადერთი პრობლემაა მივაღწიოთ ადრეულ დიაგნოსტიკას, ამისათვის ადამიანი დროულად უნდა მოვიდეს ექიმთან. ამაში გვეხმარება ერთის მხრივ სკრინინგ პროგრამები, რომლებიც საქართველოში უკვე რამდენიმე არსებობს, მომავალში რასაკვირველია მეტი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია კოოპერაცია ექიმსა და პაციენტს შორის, რომელიც განათლებაზე და ხელსაყრელ პირობებზეა დამოკიდებული. საქართველოში ამ ყველაფრისთვის ნელ-ნელა პირობები უმჯობესდება, ასე რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს.

არის თუ არა  ჭარბი წონა გინეკოლოგიური პრობლემების მიზეზი და რამდენად არის კავშირში ენდოკრინოლოგიური დაავადებები გინეკოლოგიურთან?

გინეკოლოგიური სფერო, ქალის სასქესო ორგანოები იმართება ორგანიზმში ენდოკრინული სისტემის მიერ, აქედან გამომდინარე ენდოკრინული სისტემა თამაშობს წამყვან როლს გინეკოლოგიური პრობლემების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, შესაბამისად მკურნალობის პროცესშიც. თითქმის ყველა ენდოკრინულ ჯირკვალს აქვს რაღაც მონაწილეობა რეპროდუქციული ფუნქციის ჯანმრთელობაში.  ფარისებრი ჯირკვალი ხშირად არღვევს მენსტრუალურ ციკლს და ხშირად ეს ხდება უნაყოფობის მიზეზი.

თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი, ეს ორგანოები უშუალოდ მართავენ საკვერცხეების ფუნქციას, აქედან გამომდინარე მათი დარღვევა იწვევს მეორად ცვლილებებს საკვერცხეებში, საკვერცხეები კი ახდენენ გავლენას მთელი დანარჩენი სასქესო სისტემის ფუნქციონირებასა და ნაყოფიერებაზე.

ჭარბი წონა საქართველოში ნამდვილად პრობლემაა, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით ჩვენ მაინც უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აღსანიშნავია, რომ საკვერცხეში გამომუშავებული ჰორმონები მნიშვნელოვანწილად ცხიმოვან ქსოვილში გადამუშავდება, რაც უფრო მეტია ცხიმოვანი ქსოლი, მით უფრო აქტიურად ყალიბდება მათში აქტიური მეტაბოლიტები, რომლებიც შემდეგ გავლენას ახდენენ ისევ სასქესო ორგანოებზე, მათ შორის საშვილოსნოს ლორწოვანზე. ეს იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის პოლიპი ან ენდომეტრიოზის ჭარბი ზრდა და ჭარბი სისხლდენები, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და ა.შ.

ნაყოფიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი არის სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ორგანიზმში ცხიმოვანი და არაცხიმოვანი ქსოვილის პროპორციის განმსაზღვრელია. ასე რომ, ჭარბ წონას დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგიურ პრატიკაში.



 გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდები და ოპერაციული ჩარევა,  საქართველოში არის შემთხვევები როდესაც განსხვავებულ მეთოდებსაც მიმართავავენ, როგორია ევროპული სტანდარტი?  

დროთა განმავლობაში იცვლება მკურნალობის მეთოდები, საშუალებები, მენეჯმენტის ფორმები, დაავადების გამოსავლიანობა, ახალი მეთოდიკა იწვევს მთლიანად ჯანდაცვის ორგანიზაციების ფორმების გარდაქმნას, სწორედ ამან გამოიწვია ოფისის გინეკოლოგიის ჩამოყალიბება დასავლეთის ქვეყნებში.

როგორ უნდა განისაზღვროს ქირურგიულ და არაქირურგიულ მეთოდებს შორის?- მკურნალობა რაიმე სტანდარტის გამოხატვა ძალიან ძნელია. ერთი კი უდავოა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ძალიან ბევრ გინეკოლოგიურ სფეროში შემცირდა ოპერაციული ჩარევები და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მცირე მანიპულაციებმა და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ სტატისტიკას ძალიან ახლოს ჯერ-ჯერობით არ ვიცნობ.

რას მოიცავს და გულისხმობს საოფისე გინეკოლოგია? ეს არის მინიმალისტური ჩარევებისთვის განსაზღვრული მეთოდი თუ მომავალში შეიძლება გახდეს რთული ოპერაციების ალტერნატივა? 

ოფისის გინეკოლოგია არის შექმნილი იმისათვის, რომ იყოს მოსახრხებელი, ეფექტური და სწრაფი. დღეს გინეკოლოგიაში ბევრი ინსტრუმენტი ისე დაიხვეწა, რომ  მინიატურულ ზომას მიაღწია, რაც საშუალებას იძლევა მარტივად მივწვდეთ ადამიანის ორგანოებს და მოვახდინოთ დიაგნოსტიკა, ადრე მხოლოდ უხეში ჩარევით იყო შეაძლებელი იგივე.

40-50%  ოპერაციებისა რომლების 20-25 წლის წინ კეთდებოდა, მაგალითად ინგლისში, დღეს გადანაცვლებულია ოფისის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის ოფისში და ერთ მისვლაზე გვარდება ისეთი პრობლემა, რასაც უწინ კვლევევი, ოპერაციული ჩარევა, შესაძლო შემდგომი გართულებები მოყვებოდა.

თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქალებმა ადრეულ სტადიაში დაიწყონ ყურადღების მიქცევა სიმტომებზე და მიმართონ ექიმს, მაშინ უფრო დიდი შანსი იქნება, დაავადებების საოფისე გინეკოლოგიის ფარგლებში განკურნების.



როდის არის პაპილომა ვირუსი საშიში და რამდენად არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტიკა?

პაპილომა ვირუსი, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსი,  ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში, მსოფლიო მასშტაბით მისი გავრცელებადობა 80%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობას პაპილომა ვირუსი აღენიშნება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს საშიში არ არის რა თქმა უნდა. აღსანიშნავია, რომ თუ პაპილომა ვირუსი დიდხანს რჩება ორგანიზმში, მას შეუძლია ჩაერთოს კანის მფარავი(ეპითელური) ქსოვილის  უჯრედების ბირთვებში, ქრომოსომულ, გენეტიკურ აპარატში და გამოიწვიოს მათი გარდაქმნა. შედეგად უჯრედები ნელ ნელა ხდებიან პათოლოგიურები, პათოლოგიური ცვლილებები არის კიბოს წინარე დაავადება, რომელიც კლინიკური თვალსაზრისით პირველ, მეორე, მესამე სტადიად იყოფა, რომლის შედეგადაც ბოლოს ყალიბდება კიბო.

პაპილომა ვირუსს არანაირი სიმპტომი არ აქვს და სირთულე სწორედ ამაში მდგომარეობს. საჭიროა გარკვეული მეთოდებით თვალყურის დევნება და სწორედ ამისთვის არსებობს პაპ-ტესტები. პაპ–ტესტი ეს არის საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედების დათვალიერება  მიკროსკოპის ქვეშ, რათა გამოვლინდეს დაწყებულია თუ არა უჯრედების პათოლოგიური გარდაქმნა. მას შემდეგ, რაც დადგინდება პათოლოგიური ცვლილებები და დახარისხდება, იწყება დიაგნოსტიკური ჩარევები, კოლპოსკოპიის ჩატარება და ბიობსიის გაკეთება საბოლოო ჰისტოლოგიური დიაგნოზის დასადგენად. შემდეგ უკვე პასუხიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილება საჭიროა უფრო ღრმა მკურნალობა თუ არა. მკურნალობა არის ქირურგიული, რადგან დღეისათვის მედიკამენტოზური მეთოდი პაპილომა ვირუსის მკურნალობისა არ არსებობს.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, კიბოს წინარე დაავადების მკურნალობის მომავალი, ვიცით რომ არსებობს მკურნალობის წინარე მეთოდები, ვაქცინაციები, ახალგაზრდა ქალებს 12-14 წლის ასაკში უტარდებათ და ძალიან ეფექტურია, სამწუხაროდ გვიან ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია აზრს კარგავს. მაგრამ ეს თავისთავად დიდი მიღწევაა, რადგან მომავალი თაობა თავისუფალი იქნება ქალების მკვლელი საშვილოსნოს კიბოსგან.

 არჩევითი საკეისრო კვეთა, რომელსაც ძალით გართულებულ მდგომარეობასაც კი უწოდებენ, რატომ არის ფიზიოლოგიური მშობიარობა ასე მნიშვნელოვანი ევროპაში და რატომ განვსხვავდებით ჩვენ მათგან?

აქტუალური და საინტერესო კითხვაა, მე ვფიქრობ ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია განათლება,  ალბათ მოსახლეობამ არ იცის რა უარყოფითი ფაქტორები ახლავს საკეისრო კვეთას და მათ წარმოდგენაში ეს არის მხოლოდ სამშობიარო ტკივილის თავიდან აცილების გზა. რეალურად მშობიარობის ტკივილის თავიდან აცილების ბევრად უფრო ეფექტური მეთოდები არსებობს, მაგ: სპინალური ანესთეზია და კიდევ ბევრი სხვა.  ფიზიოლოგიური მშობიარობა ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ევოლუციურად საუკუნეების მანძილზე ადამიანებში ჩამოყალიბდა და კარგად მართვადი პროცესია. როგორც წესი თვითონ იწყება, შემდეგ პროგრესირებს, მინიმალური ჩარევებია ხოლმე საჭირო და როგორც წესი ეს მთავრდება გაცილებით უფრო ნაკლები ტრამვით დედისთვის და ბავშვისთვისაც  ვიდრე  საკეისრო კვეთა.

საკეისრო კვეთის დროს მიღებული ტრამვა, ქალის ორგანიზმისთვის არის გაცილებით დიდი, ბევრ გართულებებთან დაკავშირებული, სისხლდენა, ნერვების დაზიანება, საშარდე გზების, ნაწლავების დაზიანება, რომლის ფუნქციის აღდგენაც ნელა მიმდინარეობს და წლების მანძილშე შეიძლება  მოყვებოდეს უარყოფითი შედეგები.

ფიზიოლოგიურად ნამშობიარევ ქალს აქვს „ბონდინგის”, უშუალო კონტაქტის, სიყვარულის დამყარების საშუალება პირველივე წამებიდან, რაც ღრმა და მჭიდრო კონტაქტს ქმნის დედა-შვილს შორის.

საკეისრო კვეთის შემდეგ საწოლში წოლაა აუცილებელი, ბუნებრივად ნამშობიარევი ქალები კი დგებიან და საკუთარი ფეხით მიდიან სახლში. უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ საკეისრო კვეთა მხოლოდ მაშინ იქნას გამოყენებული როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.



რატომ ხდება, რომ საქართველოში რეაბილიტაციის პერიოდი, ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაშიც გაცილებით ხანგრძლივია ვიდრე ევროპაში, როგორია სტანდარტი? 

ჩემთვის გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება ის ფაქტი, რომ ახალ ნამშობიარევი ქალი რამდენიმე საათში დგება ფეხზე, ვიდრე ის, რომ რამდენიმე დღე წვანან ლოგინში. რეაბილიტაცია, ეს ბუნებრივი პროცესია იმ ცვლილებებიდან ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად, რომელიც ცხრა თვე მიმდინარეობდა ქალისორგანიზმში. ნაწილი ცვლილებები საკმაოდ სწრაფად აღდგება, მაგრამ არის ნელი პროცესებიც. როგორც წესი ექვს კვირაში ქალის ყველა ორგანო და მათი ფუნქცია ნორმაშია ჩამდგარი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მომზადება ორსულობის პერიოდიდანვე მოხდეს, მშობიარობის შემდეგ ქალი ისეთი დაღლილია, მას განათლებისთვის ნაკლები დრო რჩება, მან რომ იცოდეს როგორ ჩაატაროს მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშები, როგორ გააინტენსიუროს მეტაბოლიზმი ვარჯიშით, როგორ დიეტაზე გადავიდეს, სითხეები რა რაოდენობით მიიღოს, მისთვის ბევრად უფრო ადვილი და ეფექტური იქნება რეაბილიტაციის პერიოდის გავლა. მე ამ ყველაფერს ყველა ქალს ვურჩევ თავიანთი მშობიარობის დაგეგმვის დროს.

მედიკამენტების და ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება ორსულობაში, როგორია სტანდარტი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში?

ამ ერთი წლის მანძილზე რაც საქართველოში ვმუშაობ, მომიწია გარკვეული რაოდენობის ორსულების ნახვა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ პაციენტს ვთავაზობ, ჯობია არ მიიღონ დანიშნული მედიკამენტების 95%. ამ წამლებს არანაირი რეალური სიკეთის მოტანა არ შეუძლიათ. როგორც წესი ეს წამლები, ვიტამინები, კვებითი დანამატები გადიან პლაცენტაში და ეს ნივთიერებები დედაზე და ნაყოფზე სრულიად სხვადახვანაირად მოქმედებენ. მე ვაგრძელებ იმ პრაქტიკას, რომლითაც ვმუშაობდი დასავლეთში. დასავლეთში იღებენ ბევრად უფრო ნაკლებ წამალს ვიდრე ჩვენთან. სასურველია გავითვალისწინოთ გამოცდილება, იმისათვის რომ ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღი გახდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/06/apolon-meskhi.mp3"][/audio]
            [post_title] => პაპილომა ვირუსი, საოფისე გინეკოლოგია და მედიკამენტების „გადაჭარბებული სიყვარული“  - აპოლონ მესხის რეკომენდაციები
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => papiloma-virusi-saofise-ginekologia-da-medikamnetebis-gadacharbebuli-siyvaruli-apolon-meskhis-rekomendaciebi
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2018-06-14 18:35:59
            [post_modified_gmt] => 2018-06-14 14:35:59
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://fortuna.ge/?p=255106
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 84
    [max_num_pages] => 28
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => d2462a4212b1e642f0514b3e7df22018
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები