LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი: „ბუნებრივი კვება ჩვენი ბავშვების ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის საწინდარია“

222

სამედიცინო ცენტრი „მზიური მედი“ ცნობილი პედიატრის, ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციებს მშობლებს ხშირად  სთავაზობს. ამჯერად პედიატრი ყურადღებას დაავადებების განვითარების პრევენციაზე ამახვილებს:

„ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ხანგრძლივი ბუნებრივი კვება ჩვენი ბავშვების ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის საწინდარია.

პაციენტებთან და მათ მშობლებთან მეგობრობა, ერთგულება, ექიმის თავდადება, ყურადღება, განუწყვეტელი ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე, პრევენციული ღონისძიებების დროული გატარება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, სწორი, ბალანსირებული, ჯანსაღი კვების შერჩევა, ძუძუთი კვების პროპაგანდა, თითოეული ჩვენთაგანის ვალია.

განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, გახშირდა სხვადასხვა დაავადებები ბავშვებში, რასაც განაპირობებს ბევრი ეგზოგენური ფაქტორი: დაბინძურებული გარემო პირობები, არასასურველი – გენმოდიფიცირებული, პესტიციდებისა და ჰერბიციდების შემცველი პროდუქტები. აგრეთვე მძიმე სოციალური ფონი, უკონტროლო მედიკამენტები, რაც სხვადასხვა დაავდებების განვითარებას იწვევს.
ნებისმიერი დაავადება, თუნდაც გენეტიკურად დეტერმინირებული, ხშირად გარკვეული გარემო ფაქტორების და სოციალური ფაქტორების გავლენით ვითარდება. ამიტომ საჭიროა პაციენტის მჭიდრო კონტაქტი ექიმთან, რათა დროულად მოვახდინოთ დაავადების განვითარების პრევენცი“,  -გვირჩევს ინგა მამუჩიშვილი.

https://www.facebook.com/mziurimed/photos/a.1224231037673573.1073741828.1203467216416622/1274018619361481/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები