LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია: „ეს სახიფათოა ბავშვებისთვის..“

122

„სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ექიმი-პედიატრი ამჯერად ყურადღებას გარემოს დაბინძურების ფაქტორებზე ამახვილებს, რაც საგრძნობლად ზრდის ბავშვის ავადობის რიკს.

„როგორც ექიმი, ადამიანი ,ბევრისთვის ნდობით აღჭურვილი პირი, უბრალოდ მოქალაქე, გთხოვთ ნუ დააბინძურებთ გარემოს, ნუ ყრით ნაგავს ქუჩაში და ნუ გამოყოფთ სეკრეტს (ნერწყვი, ცხვირიდან გამონადენი) პირდაპირ, ღია წესით ასფალტზე, გამწვანებულ ადგილებში, ეს სახიფათოა ბავშვებისთვის, რომლებიც ინსტიქტურად მოქმედებენ და ვერ აკონტროლებენ თავის ქმედებებს, ამ სეკრეტში დიდხანს შეიძლება შენარჩუნდნენ სიცოცხლისათვის საშიში მიკრობები, განსაკუთრებული თხოვნაა ნუ დაყრით ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში, პარკებში და სკვერებში ნახმარ შპრიცებს, საპარსებს… ვისაც ამის კონტროლი ევალება, გაფხიზლდით ადამიანებო… ამ ქუჩებში ხომ თქვენი შვილები დადიან, თამაშობენ… დაე იარონ,იარონ,რას ერჩით მათ ჯანმრთელობას. ძალიან შევწუხდი….“ – წერს ექიმი.

https://www.facebook.com/inga.mamuchishvili.1/posts/813980845416195?pnref=story

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები