LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისელები ესპანელებთან არ აგებენ და დე ხეას სასწაულები

52

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალი გასვლაზე „სევილიასთან“ ფრედ 0:0 დაამთავრა.
მანკუნიანელებმა ინგლისური კლუბების წაუგებელი სერია ესპანური გუნდების წინააღმდეგ ამ ტურნირზე 8 მატჩამდე გაზარდეს – 2 მოგება, 6 ფრე.
აქამდე ჯგუფურ ეტაპზე „ჩელსიმ“ 4 ქულა აიღო „ატლეტიკოსთან“ (2:1, 1:1). „ტოტენჰემი“ დაუზავდა „რეალს“ (1:1) და მერე მოუგო 3:1. ხოლო „ლივერპული“ ორჯერ ფრედ ეთამაშა „სევილიას“ (2:2, 3:3). პირველ მერვედფინალში კი, როგორც იცით, „ჩელსი“-„ბარსელონაც“ ფრედ დასრულდა – 1:1.

 

ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერის“ ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან 5 ნულოვანი ფრით დასრულდა.

ამ ფრის გამო, „მანჩესტერმა“ ლიგის პლეი-ოფში ბოლო შვიდი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. გუნდს სამი წაგება და სამი ფრე აქვს.

 

„იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეამ 8 სეივით გამოიჩინა თავი.
ეს საუკეთესო მაჩვენებელია „მანჩესტერისთვის“, 2011 წლის ფინალის შემდეგ. მაშინ ინგლისელთა კარს ვან დერ საარი იცავდა და მანაც 8 დარტყმა მოიგერია „ბარსელონასთან წაგებულ (1:3) მატჩში.
ამასთან, ეს 8 სეივი დე ხეასთვისაც პირადი რეკორდია ლიგაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები