LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისელებმა სატრანსფერო ფანჯარა შეცვალეს: ახალი ფეხბურთელი გუნდში ჩემპიონატის დაწყებამდე მივა

31

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა ერთთვიანი განხილვის შემდეგ სატრანსფერო ვადის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. 2018 წლიდან პრემიერლიგაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, 31 აგვისტოს ნაცვლად, ახალი სეზონის პირველ მატჩებამდე, ბოლო ხუთშაბათს დაიხურება. ამასთან, კლუბებს უფლება რჩებათ, სურვილის შემთხვევაში თავიანთი ფეხბურთელები გაყიდონ სხვა ლიგებში, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ღია იქნება.
როგორც Sky Sports იტყობინება, პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ეს გადაწყვეტილება ერთხმად არ მიუღიათ და მოწინააღმდეგეებიც იყვნენ, მაგრამ უმრავლესობამ ცვლილებას მხარი დაუჭირა.
იგივე ცვლილების განხორციელება განიხილება ინგლისის ქვედა ლიგებშიც, თუმცა იქ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ინგლისელებს ამ საკითხში ევროპის სხვა ქვეყნებმაც აუბან მხარი. მაგალითად, საფრანგეთის საფეხბურთო ლიგას მსგავსი ცვლილების განხილვის დაწყების ინიციატივით უკვე მიმართა ლიგა 1-ის რამდენიმე კლუბმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები