LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში 6 კაცი ჩამოწერეს: ვინ გახდება წლის ფეხბურთელი

84

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “წლის ფეხბურთელის” პრიზის კანდიდატები დაასახელა. პრეტენდენტთა საბოლოო სიაში ექვსი ფეხბურთელი მოხვდა. ესენია:

მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”)
ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”)
ლერონ სანე (“მანჩესტერ სიტი”)
დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი)

ფავორიტებად „სიტის“ ბელგიელი ნახევარმცველი დე ბრუინი და ამ წუთისთვის ჩემპიონატის ბომბარდირი სალაჰი მიიჩნევიან.

 

გარდა ამისა, დასახელდა 6 კანდიდატი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსავლენად.

ედერსონი (“მანჩესტერ სიტი”)
ლერონ სანე (“მანჩესტერ სიტი”)
რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი)
რაიან სესენიონი (“ფულჰემი“)
ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)
მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

წინა ორ სეზონში ამ პრიზს “ტოტენჰემის” ნახევარმცველი დელე ალი იგებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები