LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში პედოფილია მძვინვარებს: მწვრთნელები ბავშვებს ერჩიან

92

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მწვრთნელებს შორის პედოფილიის შემთხვევებს იძიებს.
ინგლისური ფეხბურთის ბოსები „სიტის“, „სტოკს“ და „ნიუკასლს“ მიმართავენ.

ფეხბურთელებიდან პირველად თავი მსხვერპლად ენდი ვუდვორდმა აღიარა, რომელმაც „ქრიუს“ ყოფილი მწვრთნელი ბარი ბენელი დაადანაშაულა. ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ეს ხდებოდა, როდესაც ის 11 და 15 წლის იყო.

ვუდვორდის ინტერვიუ გახმაურდა, რამაც გულახდილობისკენ „ტოტენჰემის“, „ლივერპულის“ და „სიტის“ ყოფილ მოთამაშეს პოლ სტიუარტს უბიძგა. იგი 70-იან წლებში ჭაბუკი გუნდების მწვრთნელების მხრიდან ძალადობაზე მოყვა.

ინგლისური ფეხბურთის ხელისუფლებამ სიტუაციაში გარკვევის პირობა დადო.

ბარი ბენელმა 23 დანაშაული ჩაიდინა 6 ბავშვის წინააღმდეგ 1998 წელს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ვუდვორდის და სტიუარტის ინტერვიუს შემდეგ ის თავის ბინაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები