LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში ტოტენჰემის შემადგენლობა უძვირესია

253

ლონდონის ”ტოტენჰემის” შემადგენლობა CIES-ის ვერსიით ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე ძვირადღირებულია. საერთო ჯამში, ”დეზების” ფეხბურთელების ფასი 799 მლნ ევროს შეადგენს. მეორე ადგილი ამ მაჩვენებლით ”მანჩესტერ იუნაიტედს” ერგო, რომლის მოთამაშეებიც ჯამში
726 მლნ ევროდ შეაფასეს. საპატიო სამეული კი ”ჩელსიმ” დაასრულა. პრემიერლიგის ამჟამინდელი ლიდერის სრული შემადგენლობა 696 მლნ ევრო ღირს.

აღნიშნულ ჩამონათვალში მომდევნო ადგილები დაიკავეს ”მანჩესტერ სიტიმ”, ”არსენალმა”, ”ლივერპულმა” და ”ლესტერმა”.

შეგახსენებთ, რომ კვლევითმა ცენტრმა CIES-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ბრაზილიელი ნეიმარი დაასახელა, რომელიც 246 მლნ ევროდ შეფასდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები