LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისურ გრანდებს ლეგენდები ტოვებენ, ჩემპიონები ივსებიან (კარიკატურა)

128

ინგლისში დიდი გაცილებებია. არსენ ვენგერი „არსენალის“ მწვრთნელი აღარ არის. 22 წლის შემდეგ ფრანგმა თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ მაიკლ ქერიკმა.

 

ლეგენდა მიდის

„ეს უდიადესი კლუბია მსოფლიოში. თითოეული თქვენგანის მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც ამ 12 წლის განმავლობაში მოხდა“ – თქვა „ოლდ ტრაფორდზე“, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მაიკლ ქერიკმა.


მან „იუნაიტედის“ მაისური 464 მატჩში ჩაიცვა.
ქერიკმა გასახდელიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც „მანჩესტერში“ ბოლო მატჩის შემდეგ გადაიღო.

 

არსენ ვენგერს ბოლო თამაში „ჰადერსფილდთან“ მოუწია.

მას საპატიო დერეფანი მოუწყვეს. გარდა ამისა, მატჩის მესამე წუთზე სტადიონს თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომელიც ფანებმა იქირავეს და ბანერი გამოაბეს:

„მადლობა არსენ! ჩვენც მოგვენატრები“.

 

იტალიაში ჩემპიონი ისევ „იუვენტუსი“ გახდა, ზედიზედ მეშვიდედ. ბუფონი უკვე ცხრაგზის ჩემპიონია. მოკლედ,

ჩემპიონთა რიგები ივსება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები