LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისურის სწავლა 30%-ით გაიაფდა

146

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი SpeakUp მოსწავლეებს ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ”ფორტუნას” SpeakUp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაგდა ორმოცაძემ განუცხადა, სასწავლო ცენტრში საგაზაფხულო აქცია მიმდინარეობს.

”ჩვენთან სწავლების მსურველთათვის, რამდენიმე კურსზე ფასდაკლების აქცია დავიწყეთ. 30%- იანი ფასდაკლება ვრცელდება სალაპარაკო ინგლისურის, ზოგადი ინგლისურის, საბავშვო პროგრამისა და გრამატიკის ინტენსიურ კურსებზე, ასევე აბიტურიენტების პროგრამაზე. ფასდაკლება მოქმედებს, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ გაკვეთილებზე”, – აღნიშნა ორმოცაძემ.

მისივე ინფორმაციით, SpeakUp-ს მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს – სასწავლო ცენტრმა ონლაინ-გაკვეთილების შეთავაზებაც დაიწყო.

შეგახსენებთ, ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი SpeakUp დაინტერესებულ პირებს რამდენიმე კურსს სთავაზობს. ესენია: ზოგადი ინგლისური მოზარდებისთვის, სასაუბრო ინგლისური მოზარდებისთვის, კურსი ბავშვებისთვის, კურსი ეროვნული გამოცდებისთვის, გრამატიკის ინტენსიური კურსი, საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი და ასევე სპეც-კურსი სალაპარაკო ინგლისურისთვის.

SpeakUp 2016 წლის 10 სექტემბერს გაიხსნა. კომპანია ამჯერად მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ რეგიონებში გასვლასაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები