LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაცია: ბაზარზე გოზინაყის ნაყინი გამოჩნდა

184

ინოვაცია ნაყინის ქართულ ბაზარზე – საახალწლო პროდუქცია გოზინაყით დამზადდა. სანაყინე კაფეების ქსელმა ”ლუკა პოლარე” მომხმარებელს ახალი ნაყინი წარუდგინა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, გოზინაყის ნაყინი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და ის ძველით ახალი წლის ჩათვლით გაიყიდება ”ლუკა პოლარეს” ყველა ფილიალში. რაც შეეხება ღირებულებას, გოზინაყით დამზადებული ნაყინი იმავე ფასისაა, რაც ”ლუკა პოლარეს” სხვა ნაყინები.

”გოზინაყის ნაყინზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. აქტიურად გვწერენ სოციალურ ქსელში და ინტერესდებიან, როდემდე გაიყიდება აღნიშნული პროდუქტი. ამასთან, მოგეხსენებათ, საშობაო მარხვის პერიოდია და მოთხოვნა დიდია ხილის ნაყინებზეც, რომლებიც სამარხვოა. ასეთი დაახლოებით 9 სახეობის ნაყინი გვაქვს”, – აღნიშნეს ”ლუკა პოლარეში”.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას სიახლე გაფართოების კუთხითაც აქვს, თუმცა ამის შესახებ დეტალები 2017 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ , „ლუკა პოლარე“ ქართული ბრენდია და ის ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. კომპანიამ მომხმარებელს იტალიური და გერმანული რეცეპტებით დამზადებული ნაყინი, ცივი და ცხელი სასმელები შესთავაზა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ნაყინს უმაღლესი ხარისხის ნედლეულითა და ბუნებრივი არომატიზატორებით ამზადებენ. ამ ეტაპზე ”ლუკა პოლარე” მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი, დედაქალაში კომპანია 4 ფილიალს ფლობს, ბათუმში კი – ერთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები