LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაში ღეროვანი უჯრედების გადანერგვით ნერვული სისტემის დაავადებებს მკურნალობენ

1090

კლინიკა ”ინოვაში” აუტოგენური ძვლის ტვინის მონონუკლეარული უჯრედების ტრანსპლანტაციით, (ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდით) ნერვული სისტემის დაავადების, მქონე პაციენტებს მკურნალობენ. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მეთოდი ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების, პარკინსონიზმის და გაფანტული სკლეროზის დროს გამოიყენება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ძვლის ტვინისგან ლაბორატორიული დამუშავებით მზადდება ღეროვანი უჯრედები, რომელიც თავ-ზურგის ტვინის სითხეში ინტრათეკალურად (პუნქციით) შეყავთ. უჯრედები მიგრირებენ ორგანიზმში და ჩაანაცვლებენ ზურგის, ან თავის ტვინის დაზიანებულ უბნებს. პაციენტების უმრავლესობასთან ფიქსირდება სენსო-მოტორული და ავტონომიური ფუნქციების გაუმჯობესება.

”ნერვული სისტემების დაავადებების ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მკურნალობის მეთოდი მთელს მსოფლიოში კლინიკური კვლევის სტადიაშია და ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდადაა მიჩნეული, რადგან ღეროვანი უჯრედებით ჩაანაცვლებული ნერვული ქსოვილის დაზიანებული უბნები იწყებენ გამრავლებას და დიფერენცირდებიან ჯანმრთელ ნერვულ ქსოვილებად; ორგანიზმში შეყვანიდან 1 – 1,5 თვის შემდეგ იწყებენ აქტივაციას და რეზულტატი მიიღწევა დაახლოებით 2 თვის შემდეგ. აუტოგენური ძვლის ტვინის მონონუკლეარული უჯრედების ტრანსპლანტაცია უსაფრთხო მეთოდია ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების მკურნალობის დროს. ინოვაში ზურგის ტვინის დაზიანების მქონე 87 პაციენტს გაუკეთდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია. მათგან 7 უკვე ეტლის გარეშე, თავისუფლად მოძრაობს. მათგან ერთმა პაციენტმა კი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული, დამოუკიდებლად სიარული შეძლო.

ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების მკურნალობის პროგნოზი ბევრ ისეთ მიზეზზეა დამოკიდებული, როგორიცაა: დაზიანების ეტიოლოგია, დაზიანების ხანდაზმულობა, პაციენტის ასაკი, ტრანსპლანტირებული ღეროვანი უჯრედების ტიპი, უჯრედების რაოდენობა, მათი ორგანიზმში შეყვანის გზები და სხვა. მკურნალობის შემდგომი წარმატება უმეტესწილად დამოკიდებულია ზემოჩამოთვლილი საკითხების მოგვარებაზე”, – აცხადებენ კლინიკა ”ინოვაში”.

ცნობისთვის, ”ინოვაში”აუტოგენური ძვლის ტვინის მონონუკლეარული უჯრედების ტრანსპლანტაციის ოპერაციას, ძირითადად, ექიმები გოჩა და კობა ჩუტკერაშვილები ატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები