LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტი ადამიანებისთვის სექსზე და ალკოჰოლზე უფრო მნიშვნელოვანია

42

ინტერნეტი ადამიანებისთვის სექსზე და ალკოჰოლზე მნიშვნელოვანია. ახალი საუკუნის სენი ადამიანთა ცხოვრებაში იმდენად მყარად შემოიჭრა, რომ ბევრი სხვა სიამოვნება ჩაანაცვლა. პორტალმა „iPass”-მა ჩაატარა საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა და დაადგინა, რომ ადამიანთა 40% ცხოვრების გაუმჯობესების მთავარ ღირებულებად თავისუფალ wi-fi-ს მიიჩნევს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

რაც შეეხება სექსს, მას მნიშვნელობა გამოკითხულთა 37%-თვის არ დაუკარგავს. საინტერესოა, რომ 14% ვერასდროს იარსებებდა შოკოლადის და 9% კი ალკოჰოლის გარეშე. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ინტერნეტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შეუცვლელ ნაწილად იქცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები