LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტი ყველას! – მაგთი აგრძელებს ქვეყნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაქსელვას

211

ინტერნეტი ყველას! – ”მაგთი” ქვეყნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაქსელვას აგრძელებს და ამის შესახებ ოფიციალურ ვიდორგოლს ავრცელებს. 

როგორც ”მაგთიში” აცხადებენ, ფილმი ”მაგთიკომის” განახლებულ, ბოლო თაობის აპარატურით აღჭურვილ, დაცულ, უწყვეტ ინტერნეტკავშირზე მოგვითხრობს.

”ქსელის განვითარების და ახალ აპარატურაზე გადართვის პროცესში, აბონენტებს ზოგჯერ დისკომფორტი ექმნებოდათ მომსახურების მოკლევადიანი წყვეტის გამო, თუმცა უმაღლესი ხარისხის ინტერნეტქსელის გამართვა ამის გარეშე წარმოუდგენელია. ”მაგთიკომი” მადლობას უხდის ერთგულ მომხმარებლებს იმისთვის, რომ გაგებით მოეკიდნენ ქსელის განვითარების პროცესში შექმნილ უხერხულობას”, – აცხადებენ კომპანიაში. 

მათივე ცნობით, ”მაგთიკომი” ინტენსიურად აგრძელებს ქვეყნის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაქსელვას მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ქალაქი, თუ სოფელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ინტერნეტით არ იქნება უზრუნველყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები