LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტით წამლების უფასოდ მიღებასა და გაცემას შეძლებთ

615

ნებისმიერ თქვენგანს ექნება მედიკამენტების ყუთი, რომელშიც არსებულ წამლებს აღარ იყენებთ; ან შესაძლოა, გჭირდებათ წამალი, რომლის შეძენასაც ვერ ახერხებთ.

ishare.ge –  ეს ვებსივრცეში ის ადგილია, სადაც თქვენ მედიკამენტების მიღებასა და გაცემას სრულიად უფასოდ შეძლებთ.

ვებ–გვერდი სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მას უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ საიტზე განათავსონ „ვიჩუქებ“ ან „გავაჩუქებ“ შინაარსის განცხადებები, რომლებიც ავტომატურად რეგისტრირდება საიტზე.

მომხმარებელები​ ერთმანეთს საიტის პროფილზე მითითებული მონაცემების მეშვეობით უკავშირდებიან. უშუალოდ მედიკამენტების გადაცემა ხდება საიტის გარეთ, მომხმარებელთა შეთანხმებით. 

როგორც პროექტის ავტორი, ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ პროექტი 100% სოციალურია და მას კომერციული მიზანი არ აქვს.

“ქველმოქმედება – ეს ის ერთადერთი მიზანია, რომელიც პროექტს ამოძრავებს”, – ამბობს ქადაგიძე.

 

აღსანიშნავია, რომ საიტის მეშვეობით, შესაძლებელია რეცეპტით ნაყიდი წამლების გაცემა–მიღებაც, ამისთვის აპლიკაციაში სპეციალური გრაფა არსებობს.

ვებ–გვერდის ინტერფეისი საკმაოდ მარტივია. მისი გამოყენება Facebook ექაუნთითაც შესაძლებელია.

თამთა უთურგაშვილი