LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში მეგან მარკლის საქორწილო კაბების ესკიზები გამოჩნდა (ფოტო)

1076

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოახლოებულ ნიშნობას მთელი მსოფლიო ელოდება. ცნობილია, რომ ნიშნობისა და ქორწინების თარიღი, შესაძლოა, ნოემბრის თვეშიც ჩაინიშნოს. აქედან გამომდინარე, მსოფლიო მედია უკვე ქორწილის ცერემონიის დეტალებსა და მომავალი პრინცესას საქორწილო კაბაზე წერს.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა კაბის ესკიზები, რომლებიც წამყვანმა დიზაინერებმა შექმნეს და რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა სამეფო ოჯახის ახალმა წევრმა შეარჩიოს. ყველა  კაბა ზღაპრული და ლამაზია, თუმცა არის გამორჩეულად ეფექტური მოდელებიც. მათ შორის მოდის სახლს „სასი ჰოლფორდის“ მიერ შეთავაზებული აბრეშუმის კაბა, რომელიც ყვავილებითაა დაპრინტული. ასეევ კაბა „ინეს დი სანტოს“ საქორწილო კაბების კოლექციიდან, რომლის სილუეტიც ქალთევზას მოდელის ვარიაციაა. უდაოდ ყურადღებას მიიქცევს „დენის ბასოს“ კაბა, რომელიც პრინცესა გრეისის საქორწილო კაბას მოგაგონებთ. სამეფო ქორწილს ასევე მოუხდება „ჟაკე აზაგურის”, „ბენ დე ლისისა” და „სტეფანე როლანდეს” კაბები. შედარებით უფრო არაორდინალურია „ნიკი იასემის” მიერ შექმნილი შავი ფერის კაბა, რომელსაც სავარაუდოდ, მეგან მარკი არც შეარჩევს.

სასი ჰოლფორდი

ინეს დი სანტო

დენის ბასო

ჟაკე აზაგური

ბენ დე ლისი

უფე ფრანკი

სტეფანე როლანდე

ნიკი იასემი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები