LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ორსული მერლინ მონროს აქამდე უცნობი ფოტოები გავრცელდა (ფოტო)

628

გამოცემა დეილი მეილი” ლეგენდარული მერლინ მონროს აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს. ესაა ფოტოები, სადაც კარგად ჩანს ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს მომრგვალებული მუცელი. როგორც გამოცემა წერს, მერლინ მონრო ამ დროს მსახიობ ივ მონტანისგანაა ორსულად. ფოტოები 1960 წელს ნიუ-ორკშია გადაღებული, როცა მონრო 34 წლის იყო.  ამ პერიოდში მსახიობი დაკავებული იყო ფილმ „გარიყულების“ გადაღებებით.

ფოტოები, რომელიც ფოტოგრაფმა ფრიდა ჰალმა გადაიღო, გასული წლის ნოემბერში აუქციონზე ტონი მაიკლსმა შეიძინა. სწორედ მან მისცა გამოცემას ფოტოების ექსკლუზიურად გამოქვეყნების უფლება. ორსული მერლინ მონროს ფოტო აქამდე არავის უნახავს, თუმცა ცნობილია, რომ მსახიობი  მართალც იყო ორსულად და ფეხმძიმობა ადრეულ ვადაზე შეწყდა. ფოტოების ავტორი ფრიდა ჰალი 2014 წელს გარდაიცვალა და მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი აუქციონზე გაიტანეს.

ფრიდა სიცოცხლეშივე იცნობდა ტონი მაიკლს, რომელიც გახდა კიდეც ამ ფოტოების მფლობელი. აქვე გამოცემა წერს, რომ მონროს ძალიან უნდოდა შვილის გაჩენა, თუმცა ენდომეტრიოზის დიაგნოზის გამო ეს ვერ შეძლო.

მსახიობი 4-ჯერ იყო ორსულად, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლო ნაყოფის შენარჩუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები