LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში საავტორო უფლებები დაცული იქნება

265

ინტერნეტში საავტორო უფლებებს ახალი კანონი დაარეგულირებს, რომელსაც ერთობლივად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქაპატენტი“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებენ.
როგორც ”ფორტუნას” ”საქპატენტში” განუმარტეს, ამ ეტაპზე კანონპროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარებს და ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით ჩამოყალიბდება კანონი, ან რა დროიდან შევა ის ძალაში.
”კანონის მთავარი მიზანი მომხმარებლების ინტერესების დაცვაა. ახალი კანონის მიხედვით, ინტერნეტში საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების განთავსების შემთხვევაში, უფლების მფლობელთა მიმართვის საფუძველზე, ინტერნეტ სერვის პროვაიდერები ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ ასეთ ნაწარმოებებზე წვდომის შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”, – აღნიშნავენ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა, ერთი მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავტორთა უფლებების დაცვას და ქვეყანაში მეკობრეობის დონის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელთათვის გააჩენს ხარისხიანი, ლეგალური პროდუქტის მიღების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურის დამკვიდრებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები