LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტოქსიკაციის გამო, ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი შეიყვანეს

97

ინტოქსიკაციის გამო, წყალტუბოდან ქუთაისის კლინიკაში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს. ბავშვები კლინიკა “მედიქალ სითიში” წუხელ ეტაპობრივად შეიყვანეს.

ბავშვები კლინიკაში იგივე სიმპტომებით მოხვდნენ, რაც წინა შემთხვევებში.

ჯერჯერობით ვარაუდია შიგელოზზე, რაც არის ნაწლავური ინფექცია, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს, თუმცა დაზუსტებით დიაგნოზზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.

რაც შეეხება წინა დღეებში შეყვანილ 11 ბავშვს, მათგან 4 გაეწერა, 7 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის გამო მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები