LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსებიძის ნაწილზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

161

თბილისში, ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებისთანავე, ხვალ, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება.

შესაბამისად, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ – პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ – კვლავ იოსებიძის ქუჩაზე.

გასათვალისწინებელია, რომ კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩაზე მარცხნივ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, ნებადართული არ იქნება ფანჯიკიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩების გავლით მოძრაობაც.

თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.

ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩების მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულების შეცვლის მიზანია სატრანსპორტო სქემის დახვეწა. მერიის განცხადებით,

გატარებული ღონისძიების შედეგად იოსებიძის ქუჩა ავტომობილების ნაკადებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთება. მერია კომფორტული და მარტივი გადაადგილების მიზნით თბილისის მოძრაობის სქემების ოპტიმიზაციაზე მუშაობას განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები