LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IP ტელევიზიის მომხმარებლებისთვის set top box უკვე ხელმისაწვდომია

342

“მაგთიკომმა” IP ტელევიზიის მომხმარებლებს, მთლიანად მათ ინტერესებზე მორგებული სერვისი შესთავაზა. 5 იანვრიდან უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიმღები მოწყობილობა, ე.წ set top box-ი უკვე ხელმისაწვდომია.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პარალელურად, ”მაგთიკომი” მომხმარებლებს რეიტინგული არხებით დაკომპლექტებულ, განახლებულ პაკეტებს სთავაზობს და დღეისათვის IP ტელევიზიით 174 მაღალრეიტინგული არხია ხელმისაწვდომი.

მათივე ცნობით, ”მაგთიკომმა” ასევე დაასრულა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტქსელის აპარატურული ნაწილის, ასევე ყველა საკვანძო ქსელური ელემენტის განახლება. ქსელის მშენებლობა-გაფართოება კი მუდმივად მიმდინარეობს.

”ჩვენი გეგმა ინტერნეტქსელის განვითარებას საქართველოს რეგიონებშიც ითვალისწინებს.
იქ, სადაც ინტერნეტქსელი უკვე არის, მაგთიკომს მომხმარებლისთვის სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზება აქვს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ინტერნეტის, ტელევიზიის, მობილური და ფიქსირებული ტელეფონიის ერთიანი პაკეტი. კომპანია უახლოეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ინტერნეტსერვისს ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს შესთავაზებს”, – განუცხადეს ”ფორტუნას” კომპანიაში.

ცნობისთვის, ”მაგთიკომი” ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 3 მილიონამდე მომხმარებელს სრული საკომუნიკაციო სერვისით უზრუნველყოფს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ისინი Caucasus Online-ს საცალო საოპერაციო აქტივების და ”დელტაკომის” შეძენის შემდეგ, განვითარების და გაფართოების განსაზღვრულ გეგმას მიჰყვებიან. დასახული პრიორიტეტებიდან კი უმეტესობა შესრულებულია:

• უახლესი თაობის მიმღები მოწყობილობები და მაღალრეიტინგული ტელეარხები;
• მაგთის IP ტელევიზიის მომხმარებლებს;
• უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, მაგთის განახლებული ინტერნეტქსელი;
• სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზება რეგიონებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები