LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 8-ის ახალი ფუნქციები ცნობილია

195

 

iPhone 8-ის პრეზენტაციამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მისი ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.

სიახლე იმაში მდგომარეობს , რომ ახალ iPhone-ში ხმოვანი ასისტენტის Siri-ს გამოძახება შეიძლება  ბლოკირების ღილაკზე თითის ხანგრძლივი დაჭერით  გახდეს შესაძლებელი.

 

 

ამის შესახებ სტატუსი დამოუკიდებელმა პროგრამისტმა, გილიერმო რემბომ  Twitter-ზე გამოაქვეყნა .

როგორც რემბომ აღნიშნა, ახალი ფუნქცია ჭკვიანი მიკროპროგრამის, HomePod-ის კოდის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა. მისი თქმით,  iPhone 8-ს ღილაკი Home აღარ ექნება. შეგახსენებთ, სწორედ ამ ღილაკის საშუალებით ხდებოდა Siri-ს გამოძახება. ღილაკი Home თითის ანაბეჭდის სკანერით Apple-ს რომ  აღარ ექნებოდა, აგვისტოს დასაწყისშიც დადასტურდა.

iPhone- ის მოყვარულებისთვის დეტალური ინფორმაცია 12 სექტემბერს, პრეზენტაციის დროს გახდება ცნობილი, რომელიც კომპანიის ახალ კამპუსში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები