LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone+-ის წარმომადგენლის პირველი კომენტარი ვიდეოზე, რომელმაც სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია – რატომ გამოიყენეს სარეკლამოდ ტერორიზმი

59

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში კომპანია iPhone+-ის ვიდეო გავრცელდა. სარეკლამო რგოლში ადამიანები ნიღბებით, რომლებსაც ბრენდული მაისურები აცვიათ, ტერორისტების ფორმაში  არაბულ ენაზე საუბრობენ. ვიდეოს თან ახლავს სუბტიტრები, სადაც ნათქვამია : „iPhone+, როგორც ყოველთვის, კვლავ აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას. ჩვენი კომპანიის დაბალი ფასი და მაღალი ხარისხი სწორედ ამას ადასტურებს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ყოველთვის კვლავ პირველი შემოგთავაზებთ ნოვაციებს, რათა იაროთ მუდამ წინ iPhone+-თან ერთად. ჩვენი დღევანდელი კომპანიის მიზანია გაცნობოთ, რომ iPhone+ იანვრიდან ხდება Apple-ის ოფიციალური პარტნიორი. შესაბამისად iPhone+ კონკურენტებს ემუქრება ძლიერი კონკურენციით და მოუწოდებს მომხმარებლის ინტერესების დაცვისკენ“- წერია სუბტირტებში. ვიდეო მთავრდება სიტყვებით„ალაჰ აქბარ“.

ამ ვიდეოს უმოკლეს დროში უამრავი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელებში: „თბილისის iPlus-ის გადაღებულ ამ ვიდეოს ცხადია, მოჰყვება ოფიციალური apple-ის რეაქცია, თუ საერთოდ მაღაზიის დახურვაზე არ მიდგა საქმე“- წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია. „მიეწიეთ სტივ ჯობსს“, აკომენტარებს ნიკა ქავთარაძე. „9 კაციდან (ოპერატორიანად) ერთს არ ეყო ჭკუა, რომ ეს იდიოტობა მათი მაღაზიის იმიჯისთვის კატასტროფაა და თან ძალიან საეჭვოა, რომ აწი ამათ ოფიციალური წარმომადგენლობა მისცეს Apple-მა“-დაწერა გეგა ფალავანდიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით iPhone+-ის წარმომადგენელს. გოგა თირქიას განცხადებით, ეს მათი თანაშრომლის მიერ დადგმული ხუმრობა იყო:

iPhone+-ის თანამშრომლის პერფორმანსი, ანუ დადგმა, რომელიც არ უნდა განვიხილოთ პოლიტიკურ კონტექსტში, ესაა მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა და არ აქვს საზოგადოებრივი ხასიათი…

– კომპანია თუ იყენებს ამ კლიპს სარეკლამოდ? რადგან სოციალურ  ქსელში ის კომპანიის სახელით გავრცელდა…

– ბუნებრივია, ეს iPhone+-ის გვერდზე დაიდო. შესაბამისად, თანამშრომლების მიერ არის დადებული. სარეკლამო არ ვიცი, მაგრამ ესაა კლიპი, რომელიც iPhone+-ის თანამშრომლებმა გაავრცელეს.

– სოციალურ ქსელში ის სხვანაირად აღიქვეს და ერთ-ერთი მომხარებელი წერს იმასაც, რომ შეიძლება, მას რაიმე საჯარიმო სანქცია და მაღაზიის დახურვაც კი მოჰყვეს, რადგან ეს არის ძალიან სენსიტიური და არასახუმარო…

– მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არის დემოკრატია, ყველაზე კარგად ესმით გამოხატვის თავისუფლების არსი. ეს არ იყო არც პოლიტიკური და არც საზოგადოებრივი კონტექსტი, შესაბამისად, სრულიად ჯდება გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში და აქ მხოლოდ და მხოლოდ გემოვნებაზე შეიძლება ვიდავოთ. ეს არ იყო რაიმე არაკანონიერი ან ის, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მიუღებელია. ეს ჩვეულებრივი რაღაცაა, არ ვიცი, რატომ გამოიწვია საქართველოში მსგავსი აჟიოტაჟი. მესმის, რომ ჩვენს ქვეყანას არ გაუვლია ბოლომდე განვითარების კონკრეტული გზა, თუმცა ალბათ მივალთ იმ დრომდე, როდესაც ეს არ იქნება ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა ამის გამო ცუდ კონტექსტში აღიქვას. აღქმაც ინდივიდუალურია და ყველას შეუძლია ისე აღიქვას, როგორც უნდა…

აქვე კომენტარს აკეთებს Apple-ის პროდუქციის რეალიზატორი კომპანია „აიტექნიკი“. მათი განცხადებით, ეს ვიდეო მათთვისაც შოკისმომგვრელია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები