LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოვე ჩამონათვალში შენი თავი!.. იქნება თუ არა წარმატებული შენთვის მაიმუნის წელიწადი

95

ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს, რა თვისებებით გამოირჩევა ზოგადად მაიმუნის წელიწადი და როგორი იქნება ის წლების მიხედვით ნიშნებისთვის.

 

რამაზ, რა თვისებებით გამოირჩევა მაიმუნის წელიწადი?

 

რამაზ გიგაური:

 

მაიმუნის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების დინამიკური განვითარება. წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება შეუპოვრობის, კომუნიკაბელურობის, მოხერხებულობისა და დიპლომატიურობის გამოჩენა.

 

არ არის გამორიცხული, განვითარებული მოვლენები მოულოდნელად შეიცვალოს, ამიტომ, არ არის რეკომენდებული გაუმართლებელ რისკზე წასვლა. გაზრდილი იქნება მოტყუების ალბათობა, თუმცა წინდახედულობითა და სიფრთხილით კრიზისული სიტუაციებისგან თავის დაღწევა შესაძლებელი იქნება.

 

სხვათა შორის, 2016 წელი კომერციული საქმიანობისა და ბიზნესისთვის ცუდი ნამდვილად არ გამოდგება, რადგან, როგორც წესი, მაიმუნის წელში ბევრი ბიზნესმენი ახერხებს წინასვლასა და საკუთარი საქმიანობის გაფართოვებას.

 

რომელ წელს დაბადებულთათვის იქნება წარმატებული და წარუმატებელი?

 

როდესაც აღმოსავლურ ასტროლოგიაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა მივმართოთ ხუთ სტიქიას, რადგან ჩინურიაპონური ასტროლოგია სწორედ ხუთი სტიქიის შეთავსებას იყენებს.

აქედან გამომდინარე, თუ როგორი წელი იქნება აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებისთვის, უნდა გამოვყოთ შეფასების ხუთი ტიპი:

  • მეტად სასიკეთო იქნება ვირთხისა და დრაკონის წელში დაბადებული ადამიანებისთვის;
  • საშუალოდ სასიკეთო, ასე ვთქვათ, მეგობრული იქნება თხის, ძაღლის და ღორის წელში დაბადებული ადამიანებისთვის;
  • ნეიტრალური იქნება `ხარებისა~ და `მამლებისთვის~;
  • სასურველი შედეგების მიღება გაუჭირდებათ კატის და ცხენის წელში დაბადებული ადამიანებისთვის. თუ ორგანიზებას და შრომისმოყვარეობას არ გამოიჩენენ, მოსალოდნელია, ასევე გაუჭირდეთ თვითონ მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებს.
  • ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა კი ვეფხვისა და გველის წელში დაბადებულ ადამიანებს, რადგან მათი მხრიდან სარისკო მოქმედებებმა მოსალოდნელია უმეტეს შემთხვევაში ზარალი და დანაკარგი მოიტანოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები