LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოვეთ განსხვავება ბალენსიაგას 1670 ევროიან და იკეას 40 ცენტიან ჩანთებს შორის

121

ბალენსიაგას ახალი 1,670 ევროიანი ჩანთა Ikea-ს 40 ცენტიანი ჩანთის ანალოგიურად გამოიყურება. ცნობილი მოდის სახლმა, რომელსაც ამჟამად  ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ხელმძღვანელობს, საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ბრენდის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ლურჯი ფერის ჩანთა, რომელიც პროდუქტის ჩასაწყობ მასიურ ჩანთას ძალიან ჰგავს, თუმცა რამდენიმე ცენტის ნაცვლად 2,145 დოლარი ღირს.

ოფიციალურ დახასიათებაში კი ნათქვამია, რომ პროდუქტი იტალიაშია შეკერილი და მის დასამზადებლად ლურჯი ტყავი და მოოქროვილი “ელვა“ შესაკრავია გამოყენებული. თუმცა, სოც-ქსელების მომხმარებლები ამით არ მოტყუვდნენ და ბალენსიაგის ჩანთის იაფფასიანი ანალოგი მალევე იპოვეს. უფრო მეტიც, მსგავსება თავად იკეამაც აღიარა და ბალენსიაგას გადაწყვეტილება მოუწონა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ირონიული დამოკიდებულებისა ლურჯ ჩანთას მაინც ბევრი მყიდველი გამოუჩნდა.

https://twitter.com/ThuyOng/status/854495616017158144

 

http://www.independent.co.uk/life-style/fashion/balenciaga-ikea-bag-tote-arena-extra-large-shopper-tote-bag-french-luxury-a7692531.html?cmpid=facebook-post

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები