LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქ მცხოვრებ ადამიანებს ფანჯრები მაინც დაუტოვონ, სასუნთქად”

88

თბილისში, ახალი კორპუსების აშენებას უამრავი პრობლემა სდევს თან. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, ახალსა და ძველ შენობებს შორის არარსებული მანძილია.

ამ პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში ნინია ახვლედიანი წერს. მისი თქმით, მრგვალ ბაღთან ახალი მშენებლობა პირდაპირ აშენებულ სახლზეა მიბმული და უკვე არსებული სახლის ფანჯრებს ქოლავს.

ის მოუწოდებს მოქალაქეებს, ამ სახლის მაცხოვრებლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.

“რა უნდა ვქნათ, რომ ასე უნამუსოდ არ მიადგან ახალი სახლი უკვე აშენებულს და იქ მცხოვრებ ადამიანებს ფანჯრები დაუტოვონ, სასუნთქად? ეს არის მორიგი ასეთი მშენებლობა მრგვალ ბაღთან. იქნებ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ სახლის მაცხოვრებლებს და გავაზიაროთ მაინც, რომ ეს არ შეიძლება!!!!”,- წერს სოციალურ ქსელში ნინია ახვლედიანი.

კომენტარებში წერენ, რომ ასეთი პრობლემა სხვა უამრავ ადამიანს აწუხებს, მათ შორის ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი წერს, რომ ზუსტად ასეთი მდგომარეობაა ბარნოვის 22 ნომერში.

პოპულალურები