LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნებ უფრო გაძვირდეს: ლესტერს კვირკველია უნდა, ქართველი არ ჩქარობს

41

ინგლისური „ლესტერი“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის საბა კვირკველიათია დაინტერესებული, – წერს რუსული “იზვესტია”. ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს კონტაქტი ჰქონიათ “ლოკომოტივის” პრეზიდენტთან და მას ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს. “მელიები” მზად არიან ქართველ ფეხბურთელში 17 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“კვირკველია “ლესტერის” ცენტრალური მცველობის ერთადერთი კანდიდატი არაა, მაგრამ მისი თამაში მოსწონთ სელექციონერებსა და გუნდის მწვრთნელს კლოდ პიუელს. თუმცა, “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას და მწვრთნელს, არ უნდათ კვირკველიას გაშვება, რათა ჩემპიონთა ლიგის სტარტის წინ არ დაკარგონ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი. კლუბში მიაჩნიათ, რომ ტურნირზე
კვირკველია თავს წარმოაჩენს და ევროპული გუნდები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან. თავად ფეხბურთელი და მისი აგენტები ასევე არ ჩქარობენ გუნდის გამოცვლას”, – აღნიშნავს “იზვესტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები