LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, თვის ბოლომდე გადაწყდება

36

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, თვის ბოლომდე გადაწყდება. თავად ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ მედიას სპეციალურ ბრიფინგზე თავადვე აცნობებს.

„არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, როცა მექნება განცხადება გასაკეთებელი, გავაკეთებ. თქვენ ჩემზე მეტი იცით, როგორც ჩანს. ის, რისი თქმაც მე მინდა, გეტყვით იმ დღეს, როცა მე გადავწყვეტ. მაქვს ეს ბრიფინგების გამოცდილება და ბრიფინგს ჩავატარებ. მეტს არაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები