LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნებიან თუ არა დავით სერგეენკო და დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობაში

31

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პარტიის წევრები შეიკრიბნენ, სხდომას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.

პარტიის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მთავრობის დაკომპლექტების შესახებ დღეს არ უსაუბრიათ და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

რაც შეეხება კითხვას, დარჩება თუ არა მთავრობის წევრად თავად ჯანდაცვის მინისტრი, სერგეენკომ განაცხადა, რომ უმჯობესია, ეტიკეტი დაიცვან და „პირველი სიტყვა პრემიერს დაუთმონ“ მინისტრთა სავარაუდო ახალი კაბინეტის შესახებ.

დიმიმიტრი ქუმსიშვილმა კი აღნიშნა, რომ დიდი ვარაუდით ის მთავრობის წევრი კვლავ იქნება, „თუმცა რომელ პოსტზე, ამას პრემიერი გადაწყვეტს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები