LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქს ფაქტორმა“ სოფო საჟინიანს სიყვარული აპოვნინა

136

22 წლის სოფო საჟინიანის გამოჩენამ “იქს ფაქტორში“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა, მომხიბვლელი მომღერლის მიმართ ისეთი დიდი ინტერესი გაჩნდა, რომ მისმა ვიდეომ სოციალურ ქსელში, ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა. მისი გამოსვლა 45 000 ადამიანმა ნახა. ახალგაზრდა მომღერალმა ბედი „იქს ფაქტორში“ ორი წლის წინაც სცადა, თუმცა სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ პროექტში ვეღარ მოხვდა. “მიუზიკ ბოქსი“ სოფო საჟინიანს უფრო ახლოს გაგაცნობთ:

– სოფო, თქვენმა გამოსვლამ, ინტერნეტში ყველაზე ბევრი ნახვა დააგროვა, ელოდით ასეთ ინტერესს თქვენს მიმართ?

– გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ასეთ ინტერესს ნამდვილად არ ველოდი. ყველა ამ ადამიანს მადლობას ვუხდი. ეს არის ჩემთვის დამატებითი სტიმული, მსმენელს ვაჩვენო რა შემიძლია.

– თქვენი აზრით, რამ მოხიბლა მაყურებელი, თქვენმა სიმღერამ თუ გარეგნობამ?

– ჰოლივუდური გარეგნობა ნამდვილად არ მაქვს, ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, ვფიქრობ სიმღერამ და გარეგნობამ, ერთდროულად მოახდინა მსმენელზე შთაბეჭდილება და ამიტომაც გაუჩნდა ინტერესი ამდენ ადამიანს. არ მინდა ხალხის ყურადღება მხოლოდ გარეგნობით მივიქციო, მინდა სიმღერით დავამახსოვრო თავი. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები