LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალასანია საკონსულტაციო კომპანიაში დასაქმდა

111

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია SP CONSULTING-ში დასაქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ კოპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა.

SP CONSULTING ამერიკული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბაზარზე 35 წელზე მეტია ოპერირებს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კომპანიებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევაა. რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიაში „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერის თანამდებობას, ალასანია SP CONSULTING-ის უფროსი პარტნიორის პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობდა. როგორც მაშინ ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პარტიის რიგით წევრად რჩება.

„შავგულიძე ის კაცია, რომელიც გაუძღვება პარტიას შემდგომ არევნებში. დარწმუნებული ვარ, მართლაც მოვა დრო, როცა პარლამენტი გახდება მრავალპარტიული, შევცვლით საარჩევნო სისტემას და ქვეყანაში საპარლამენტო მრავალპარტიულობას დავაბრუნებთ”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები