LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას “ნაცმოძრაობა” განცხადებით ეხმიანება

67

ბათუმის მოვლენებში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას დაკავებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ჩხვირკიას დაკავება ბათუმის მოვლენების ორგანიზების გამო აბსურდულია.

„ირაკლი ჩხვირკია პარტიული განაწესის დარღვევის გამო აღარ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თუმცა ერთია პარტიული დისციპლინის დარღვევა და მეორე – სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, რაშიც მას ივანიშვილის პროკურატურა ბრალს სდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები პირველივე დღიდან ცდილობდნენ ამ მოვლენების პოლიტიზებას და მათ გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ.

ენმ ყველანაირად მხარს დაუჭერს ირაკლი ჩხვირკიას,“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები