LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კაკაბაძე 100 ლარით დაჯარიმდა

96

სასამართლომ 2014 წლის 25 დეკემბერს უმაღლეს საბჭოსთან მომხდარი შემთხვევა განიხილა. მაშინ ირაკლი კაკაბაძე ბეჟან გუნავასთან ერთად დააკავეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სასამართლომ კაკაბაძე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააჯარიმა. მან უმაღლეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სააპელაციო სასამართლოს ახლადარჩეულ ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძეს.

რაც შეეხება ბეჟან გუნავას, მის შემთხვევაში საქმე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ფაქტზეა აღძრული და სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები