LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ხმალაძე: “გაზპრომსა” და “სოკართან” მიმდინარე მოლაპარაკებებში სახელმწიფო უკეთეს წინადადებას ამოარჩევს

71

“გაზპრომსა” და “სოკართან” მიმდინარე მოლაპარაკებებში ქართული მხარე არჩევანს იმის სასარგებლოდ გააკეთებს, ვისაც უკეთესი პირობები ექნება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრისა და „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დეტალურ ინფორმაციას მედიას თავად მინისტრი მიაწვდის.

„მოლაპარაკებების მიზანი არის ქვეყნისთვის უფრო უკეთესი პირობების მიღება. როდის დასრულდება მოლაპრაკებები, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე მხარესთან მოლაპარაკებები, რომ გამოვიდეს უკეთესი პირობა. რომელიც იქნება უკეთესი, იმ პირობას მიიღებს სახელმწიფო”, – განაცხადა ხმალაძემ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ვენაში “გაზპრომის” წარმომადგენლებს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები