LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია

79

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია.

“ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონი სალომესგან. მე არ მინდა შევიდე სიღრმეში, ვინაიდან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით. ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ის, თუ რამდენად თანხვედრაშია იმ კონკრეტული კანდიდატის გამონათქვამები და პოზიციები მმართველი გუნდის პოზიციებთან.

“ჩვენ გვაქვს დრო დაახლოებით სამი კვირა, როდესაც ამოიწურება კანდიდატების წარდგენის ვადა. ამ დროისთვის გვექნება ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს”, – დასძინა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რამდნეიმე დღის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა, რომ “კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი, კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები